"ჩემზე ძალიან ემოციურად იმოქმედა... როდემდე უნდა თქვას არსებულმა ხელისუფლებამ, რომ მიშა სააკაშვილი სიმულიანტობს, საზოგადოებამ იხილა კადრები, უნდა იმოქმედოს მსოფლიო თანამეგობრობამ"
"ჩემზე ძალიან ემოციურად იმოქმედა, მაინც იმედს ვიქონიებ - ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ როდემდე უნდა თქვას არსებულმა ხელისუფლებამ, რომ მიშა სააკაშვილი თუნდაც სიმულიანტობს", - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, როდესაც ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
გიორგი სააკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საზოგადოებამ დღეს სასამართლოში იხილა, როდესაც ის სხდომას 7 ნოემბრის საქმეზე კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო.
“დღეს, რაც ვიხილე, ნამდვილად გადააჭარბა ყოველგვარ ზღვარს. ყოველდღიურ ინფორმაციას ვფლობ, რა მდგომარეობაშია, მაგრამ ვიზუალურად მართლა ძალიან მძიმე სანახავია. მართლაც, როდემდე უნდა გაგრძელდეს მთავრობის ასეთი მიდგომა, რომ ასეთ მდგომარეობაში ამყოფებენ ადამიანს. ჩემზე ძალიან ემოციურად იმოქმედა, მაინც იმედს ვიქონიებ - ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ, როდემდე უნდა თქვას არსებულმა ხელისუფლებამ, რომ მიშა სააკაშვილი თუნდაც სიმულიანტობს, ყველაფერი თურმე შეთითხნილია. როგორ მდგომარეობაშიც იმყოფება კიდევ ერთხელ შეხედეთ. დარწმუნებული ვარ, სრულიად საზოგადოებამ იხილა დღევანდელო კადრები. მართლა უნდა იმოქმედოს მსოფლიო თანამეგობრობამ, რომ მიშა სააკაშვილი ასეთ მდგომარეობას ავაცილოთ, რაც შეიძლება მალე”, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.