" არჩევნებით რუსული ხელისუფლება არ მიდის, ის მიდის ხალხის ზეწოლით" - კვირის პალიტრა

" არჩევნებით რუსული ხელისუფლება არ მიდის, ის მიდის ხალხის ზეწოლით"

ადამიანისგან ჩონჩხია დარჩენილი, სხვა რა უნდა დაემართოს? ეს ძალიან დიდი სირცხვილია სახელმწიფოსთვის. რომელ დეესკალაციაზეა საუბარი? - ასე შეაფასა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სასამართლო პროცესზე დისტანციურად თებერვლის შემდეგ პირველად ჩაერთო.

როგორც ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, არჩევნებით „რუსული ხელისუფლება“ არ მიდის, ის მიდის ხალხის ზეწოლით.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებაზე საჭიროა ისეთი ტიპის ზეწოლა, როგორიც 7-8-9 მარტს იყო.

"თავი თვითმკვლელობამდე მიიყვანა? ე.ი. სახელმწიფო უყურებს როგორ იკლავს თავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. შიმშილი აქვს გამოცხადებული და თავს იკლავს?

ადამიანისგან ჩონჩხია დარჩენილი, სხვა რა უნდა დაემართოს? ეს ძალიან დიდი სირცხვილია სახელმწიფოსთვის. რომელ დეესკალაციაზეა საუბარი?

არჩევნებზე რით მივდივართ? საარჩევნო სისტემა ვერ შევცვალეთ. ვეტოს ძლევს და ყოველდღე თავზე გვახევს ოპოზიციას. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც „რუსული კანონის“ დროს გავერთიანდით ოპოზიცია. არჩევნებზე მივყვებით, იმისთვის, რომ შემდეგ ისევ ვიყვიროთ, რომ არჩევნები გაყალბდა? ხალხი ამას არავის აპატიებს და ეს სწორი იქნება.

ამ სისტემით, რაც უკვე იყო და რაშიც უკვე მივიღეთ მონაწილეობა, იმავეთი უნდა შევყვეთ ივანიშვილს?

არჩევნებით რუსული ხელისუფლება არ მიდის ხოლმე, ის მიდის ხალხის ზეწოლით. სიტყვა რევოლუცია თუ ვინმეს არ მოსწონს, აი, იმ ტიპის ზეწოლით, როგორიც იყო 7-8-9 მარტს. ამისთვის საჭიროა გაერთიანება, რომ ჩვენ შემდეგ მშვიდად, რეფორმირებული სისტემით მივიდეთ არჩევნებზე. იგივე სისტემაში მეხუთედ რომ შედიხარ, მერე ხალხის წყრომა გარდაუვალია“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

"ინტერპრესნიუსი"