საშინელი ავარია მოხდა ანაკლია-ზუგდიდის საავტომობილო გზაზე - კვირის პალიტრა

საშინელი ავარია მოხდა ანაკლია-ზუგდიდის საავტომობილო გზაზე

ანაკლია-ზუგდიდის საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ახალგაზრდა დაშავდა. დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი "მერსედესის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ადგილობრივების ინფორმაციით, გზის ის მონაკვეთი, სადაც ავარია მოხდა, სახიფათოა და მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება.

"ინტერპრესნიუსი"