"უცნაურია, რომ 36 წლის ასაკში გარდაიცვალა და იმ საშინელი დღის შემდეგ მხოლოდ 36 დღე იცოცხლა" - ტრაგიკულად დაღუპული ვარსკვლავის ამბავი: როგორ იხსენებს ლელა სიხარულიძეს უახლოესი მეგობარი? - კვირის პალიტრა

"უცნაურია, რომ 36 წლის ასაკში გარდაიცვალა და იმ საშინელი დღის შემდეგ მხოლოდ 36 დღე იცოცხლა" - ტრაგიკულად დაღუპული ვარსკვლავის ამბავი: როგორ იხსენებს ლელა სიხარულიძეს უახლოესი მეგობარი?

ნი­ჭი­ერ მომ­ღე­რალს ლელა სი­ხა­რუ­ლი­ძეს, დიდ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ. ქარ­თულ სა­ესტრა­დო სცე­ნას ძა­ლი­ან უხ­დე­ბო­და. მისი ნამ­ღე­რი მსმე­ნელს უყ­ვარ­და. ნი­ჭი­ე­რი, მშრო­მე­ლი და საქ­მე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი სამ­წუ­ხა­როდ 36 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა - ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა... ხან­ძრის შე­დე­გად სხე­უ­ლის დიდი პრო­ცენ­ტი ჰქონ­და დამ­წვა­რი. ექი­მე­ბის დიდი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა...

ლელა სი­ხა­რუ­ლი­ძის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი დი­ზა­ი­ნე­რი მა­რი­ნა ხო­რა­ვა ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლილ მომ­ღე­რალს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ასე იხ­სე­ნებს:

- უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა სტუ­დენ­ტო­ბი­დან მო­დი­ო­და. ბოლო წლებ­ში კი გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი გავ­ხდით, თან, მისი დი­ზა­ი­ნე­რიც გავ­ხდი. მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ჩაც­მა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. ამას დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და. სახ­ლშიც კი მუდ­მი­ვად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყო და მით უმე­ტეს, სცე­ნა­ზე... ასე რომ, ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დით კი­დეც. სტუ­დი­ა­ში მის ჩა­წე­რებ­საც ვეს­წრე­ბო­დი, რომ სა­კონ­ცერ­ტო კოს­ტი­უ­მი უკე­თე­სად წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ შე­მექ­მნა.

სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი იყო. მე სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ვსწავ­ლობ­დი, ლე­ლას პე­და­გო­გი­უ­რი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ის­ტო­რი­კო­სი იყო, კარ­გად იცო­და თა­ვის სა­გა­ნი... ჩვენ შო­რის თა­ვი­დან­ვე სიმ­პა­თი­ე­ბით გან­წყო­ბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო. 90-ია­ნე­ბის ბო­ლოს კი ჩვე­ნი გზე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად გა­და­იკ­ვე­თა. გე­მოვ­ნე­ბით კი გან­ვსხვავ­დე­ბო­დით, მაგ­რამ რო­გორც იტყვი­ან, - „ხარი ხარ­თან რომ და­ა­ბაო“... ერთი-ორ­ჯერ მა­რი­ნა ბე­რი­ძემ უთხრა კი­დეც, რო­გორ და­გე­ტყო შენი დი­ზა­ი­ნე­რის ხე­ლიო... კლა­სი­კუ­რი, დე­დოფ­ლუ­რი, ჩაც­მა უყ­ვარ­და. მე ჯინ­სებ­ზე გა­და­ვიყ­ვა­ნე, რად­გან უფრო ქეჟუ­ა­ლის ტი­პა­ჟი ვარ. მენ­დო­ბო­და და წა­მომ­ყვა.

- ბევ­რს დღემ­დე ახ­სოვს "ბე­რი­კონ­ში" გა­მარ­თუ­ლი მისი სოლო კონ­ცერ­ტი...

- იმ პე­რი­ო­დის­თვის ის პირ­ვე­ლი კოს­ტი­უ­მი­რე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. 1998 წელს ჩა­ტარ­და, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთი თვით ადრე, თუმ­ცა კონ­ცერ­ტის­თვის მზა­დე­ბა და აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა 1997 წელს და­ვი­წყეთ - სიმ­ღე­რე­ბის ჩა­წე­რა, კოს­ტი­უ­მე­ბი შე­კერ­ვა. „პრი­მერ­კა­ზეც“ სა­ოც­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი მო­დი­ო­და. ვფიქ­რობ­დით, ვმსჯე­ლობ­დით, გან­ვი­ხი­ლავ­დით, რა და რო­გო­რი გვინ­დო­და. ყვე­ლა სამ სიმ­ღე­რა­ში, ახა­ლი კოს­ტი­უ­მი ჰქონ­და. ამას შექ­მნა უნ­დო­და... ერთ-ერთი მწვა­ნე კაბა, მკერ­დზე ბევ­რი ყვა­ვი­ლით გა­ფორმ­და. სამ­წუ­ხა­როდ ისე მოხ­და, რომ იმ კა­ბით და­იკ­რძა­ლა კი­დეც. ცხა­დია, ის კოს­ტი­უ­მი მა­ნამ­დე კონ­ცერ­ტზე ეცვა. ისე­თი­ვე შთამ­ბეჭ­და­ვი იყო შავი კა­ბაც, რა­ღაც გრან­დი­ო­ზუ­ლი. იმ კოს­ტი­უ­მე­ბის კე­თე­ბის პრო­ცეს­ში ბედ­ნი­ე­რი იყო...

კონ­ცერ­ტის რე­ჟი­სო­რი დათო დო­ი­აშ­ვი­ლი გახ­ლდათ. ყვე­ლა­ფერ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად ჩა­ი­ა­რა, თუმ­ცა მა­ნამ­დე ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და, უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობ­და, თან, ბედ­ნი­ე­რი იყო. გარ­და იმი­სა, რომ უნდა ემ­ღე­რა, თან კუ­ლი­სებ­ში კოს­ტი­უ­მე­ბის გა­მოც­ვლა უწევ­და. უნ­დო­და, ყვე­ლა­ფე­რი მა­ღალ ხა­რისხში უნ­დო­და, ჰქონ­და და მისი ემო­ცი­ე­ბიც გა­სა­გე­ბი იყო. მე­ო­რე კონ­ცერ­ტი „ოქ­როს ნალ­ში“ ჩა­ტარ­და, მა­ში­ნაც ისე­თი­ვე გან­ცდე­ბი ჰქონ­და. ის სხვა მას­შტა­ბის და სხვა ფორ­მა­ტის კონ­ცერ­ტი გახ­ლდათ. სტუმ­რებს რო­გორც დი­ა­სახ­ლი­სი ისე ხვდე­ბო­და, თან სუფ­რას­თან უმას­პინ­ძლდე­ბო­და და თან, მღე­რო­და... 2 კვი­რა­ში კი მოხ­და ის, რაც მოხ­და.

- იქ­ნებ ის მძი­მე დღე­ე­ბიც გა­იხ­სე­ნოთ?

- ის და­იწ­ვა, რაც შემ­თხვე­ვი­თო­ბის ამ­ბა­ვი იყო, გე­ნე­რა­ტო­რი აფეთ­ქდა და რე­ა­ლუ­რად ამას ემსხვერ­პლა. მერე იმ აა­ლე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ოთახ­ში შეს­ვლა სცა­და, ახა­ლი შექ­მნი­ლი კოს­ტი­უ­მე­ბი იყო და მისი გა­დარ­ჩე­ნა უნ­დო­და, იყო ასე­ვე რა­ღაც ნივ­თე­ბი, მათი გა­მო­ტა­ნა სცა­და და ამა­სო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი აალ­და. ალი ნაყ­ლა­პიც ჰქონ­და და სხე­უ­ლის დიდი პრო­ცენ­ტი და­ეწ­ვა... ის დამ­წვრო­ბა სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ მა­ინც დიდ­ხანს იცო­ცხლა, ძლი­ე­რი ორ­გა­ნიზ­მი ჰქონ­და. ბო­ლომ­დე გო­ნე­ბა­ზე იყო, ნერ­ვი­უ­ლობ­და, რაც მთა­ვა­რია, სახე არ ჰქონ­და დამ­წვა­რი. სა­ნა­ხა­ვად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ მივ­დი­ო­დი, ვამ­შვი­დებ­დი, ვა­წყნა­რებ­დი, - ექი­მებს და­უ­ჯე­რე, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა-მეთ­ქი... გააგრძელე კითხვა