რობერტ დე ნიროს 19 წლის შვილიშვილი გარდაცვლილი იპოვეს - "ჩემი სიხარული იყავი, ჩემი გული და ყველაფერი..." - კვირის პალიტრა

რობერტ დე ნიროს 19 წლის შვილიშვილი გარდაცვლილი იპოვეს - "ჩემი სიხარული იყავი, ჩემი გული და ყველაფერი..."

ცნობილი მსახიობის რობერტ დე ნიროს 19 წლის შვილიშვილი ლეონარდო გარდაცვლილი იპოვეს. ლეონარდო დრენა დე ნიროს ქალიშვილია - რობერტ დე ნიროს პირველი ცოლის, დაიენ ებოტის ქალიშვილი, რომელიც მსახიობმა იშვილა, გვარიც მისცა და ისე ზრდიდა, როგორც ღვიძლ შვილს. რობერტთან ერთად დრენამ რამდენიმე ფილმშიც ითამაშა.

დრენას ვაჟი მის მიერ ნაქირავებ ბინაში იპოვეს, ნიუ-იორკის პრესტიჟულ უბანში. მეგობარმა აღმოაჩინა გარდაცვლილი, რომელმაც რამდენიმე დღე ურეკა და ლეომ არ უპასუხა. ცხედრის გვერდით თეთრი ფხვნილი იპოვეს და პირველადი ვერსია ნარკოტიკების დოზის გადაჭარბებაა.

"შენ იყავი ჩემი სიხარული, ჩემი გული და ყველაფერი, რაც ოდესმე იყო სუფთა და ნამდვილი ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო უშენოდ, მაგრამ..." - გააგრძელეთ კითხვა