მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
კლინიკა “ვივამედთან” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უნდა მიეცეს მკურნალობის საშუალება.
ასევე, მათივე განცხადებით, დეპუტატებს უნდა ჰქონდეთ მესამე პრეზიდენტის მონახულების შესაძლებლობა. გარდა ამისა, მათი მოთხოვნაა, რომ სააკაშვილი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის საშუალება მიეცეს.
მიხეილ სააკაშვილის ძმის, გიორგი სააკაშვილის თქმით, ყველამ ნახა, რა მძიმე მდგომარეობაშია მისი ძმა და ხელისუფლებამ სააკაშვილს უნდა მისცეს მკურნალობის საშუალება.
“დღეს აქცია დააანონსა იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ ხელისუფლების განცხადებები. ასევე, თუნდაც ისიც რომ არ ხერხდება ევროპელი ექსპერტების შეშვება მიხეილ სააკაშვილთან, რომ ადგილზე ნახონ მისი მდგომარეობა.
გარდა ამისა, დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან. გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ღია მხარდაჭერა. ადამიანის სიცოცხლეზე ვლაპარაკობთ. ყველამ ნახა თუ რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება სააკაშვილი. ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს უნდა მისცეს მკურნალობის საშუალება”, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.
აქციის მონაწილეებს ადგილზე გაშლილი აქვთ საქართველოს, ევროკავშირის, აშშ-ის და უკრაინის დროშები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
"ინტერპრესნიუსი"