"ძალიან კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე და ნატოს სამიტის სამზადისზე“
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში მიმდინარე ბოლო მოვლენები და ნატოს სამიტისთვის მზადების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა Twitter-ზე განაცხადა.
„ძალიან კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე და ნატოს სამიტისთვის მზადების შესახებ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ვილნიუსში ალიანსის მოკავშირეები მიიღებენ გადაწყვეტილებას, გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში, განაახლონ პოლიტიკური კავშირები და დააახლოონ ქვეყანა ნატოსთან.
ნატოს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება. როგორც მედია წერს, სამიტზე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურების დონეზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელება, ასევე, ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის სისტემის გაძლიერების ღონისძიებები.
"ინტერპრესნიუსი"