"სიტყვები არ მყოფნის, ფილმი უნდა გადაიღონ თქვენზე" - დათი ქოქრაშვილი მამასთან ერთად ბურთს თამაშობს (ვიდეო)
შარტავას ქუჩაზე დაშავებული დათი ქოქრაშვილის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში შვილის მორიგ ვიდეოს აქვეყნებს.
კადრებში ჩანს როგორ თამაშობენ ერთად ფეხბურთს დათი მამასთან ერთად.ვიდეოს ხილვით აღფრთოვანებულმა დათის გულშემატკივრება საქებარი სიტყვები არ დაიშურეს:
"პირადად მე დათისგან ვსწავლობ ძალიან ბევრ რამეს. უმაგრესი ხარ, უძლიერესი ოჯახი ხართ, ეს სიტყვები ცოტაა, ზღვაში წვეთია... სასწაული ადამიანები ხართ! მიყვარხარ, დათი!"
"სასწაული ბავშვი და სასწაული მშობლები... ყოჩაღ! მართლაც რომ მისაბაძები ხართ!"
"სიძლიერის ეტალონები მთელი მსოფლიოსთვის,სიტყვები არ მყოფნის,ფილმი უნდა გადაიღონ თქვენზე,ყველაფერი გამოგივათ უფლის წყალობით,ვგიჟდები დათი შენზე და შენს ოჯახზე" - წერს ვიდეოს კომენატარებში.