"ბავშვის თავისუფლად გაზრდა შენიშვნის არმიცემას არ ნიშნავს" - თამარ გაგოშიძე მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე საუბრობს
ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე საუბრობს, აღნიშნავს, რა შედეგი მოაქვს როგორც ზედმეტ თავისუფლებას, ასევე მუდმივ შენიშვნებს და რამდენად მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ბალანსის პოვნა:
"როდესაც არის საუბარი, რომ ბავშვებს თავისუფლად ვზრდით, თავისუფლად გაზრდა შენიშვნის არმიცემას არ ნიშნავს. ამავე დროს, არის მშობლების კატეგორია, რომლებიც შვილებს მუდმივად აძლევენ შენიშვნებს ისე, რომ ვერც გრძნობენ. ესეც მეორე უკიდურესობაა და შედეგი იგივეა. პირველ შემთხვევაში, ბავშვის ადაპტაციური უნარი ფანტასტიკურია და უბრალოდ, არ ესმის, რომ არასწორად იქცევა. მისი მხრიდან, ეს სწორია. რატომ უნდა ინერვიულოს ამდენი?! ხოლო, მეორე შემთხვევაში, თუ ბავშვს კარგი, ჯანსაღი ადაპტაციური უნარი არ აქვს, ითრგუნება იმიტომ, რომ მუდმივად შენიშვნების ქვეშაა, სულ დანაშაულის განცდა აქვს. ამან კი შეიძლება სერიოზული შფოთვითი პრობლემები გამოიწვიოს. ამიტომ, ბალანსი გვჭირდება", - აღნიშნავს თამარ გაგოშიძე.