"გვარამიას მაგრად ეშლება... ახლა იპრო­ფე­სო­როს და იყოს…" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი? - კვირის პალიტრა

"გვარამიას მაგრად ეშლება... ახლა იპრო­ფე­სო­როს და იყოს…" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტა­ბუ­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა ნიკა გვა­რა­მი­ას შე­ფა­სე­ბას, რომ ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ შეც­დო­მა იყო.

"გვა­რა­მი­ას მაგ­რად ეშ­ლე­ბა.

შეც­დო­მა არ იყო ბი­ძი­ნას­თვის მუ­და­რა “ოღონდ ცი­ხი­დან გა­მიშ­ვი და პარ­ტი­ას გა­ვა­ჩე­რებ, პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვალ, 100 პრო­ცენ­ტით უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ვარ...”

ეს იყო ჩას­ვ**!

და ეს ჩას­** გარ­და­უ­ვა­ლი იყო მი­შას ბუ­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში. შეც­დო­მა, თა­ნაც კა­ტას­ტრო­ფუ­ლი, რა­შიც გვა­რა­მი­ამ უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა იყო ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბის შექ­მნა მი­შას­თვის, თით­ქოს მე­სი­აა - მას­ზე აცო­ცე­ბის სა­ნაც­ვლოდ.

ანუ შეც­დო­მა იყო მე­დია შან­ტა­ჟით, ცი­ლის­წა­მე­ბით, შავ­რაზ­მუ­ლი პო­პუ­ლიზ­მით ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბის შექ­მნის მცდე­ლო­ბა, რა­მაც მიშა არა­ჟ­ნის კონ­ტე­ი­ნე­რით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ა­ქა­ნა და გა­ა­ფარ­ჩა­კა - ხოლო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სი ბო­ლომ­დე და­ან­გრია.

და ეს (და­ნა­შა­ულ­ზე მეტი) შეც­დო­მა გვა­რა­მი­ას შეც­დო­მაა პირ­ველ რიგ­ში (მი­შას შემ­დეგ).ეგ იყო იმ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბის შე­მოქ­მე­დი, რა­მაც სა­ა­კაშ­ვი­ლი ასე გა­ა­ფარ­ჩა­კა. (დღე­საც იგი­ვეს აკე­თებს მისი არხი) ასე რომ ახლა იპრო­ფე­სო­როს და იყოს… ის იდი­ო­ტე­ბი, ვინც ახლა მის პოს­ტებს ალა­ი­ქე­ბენ (ზუს­ტად ასე­თი­ვე თან­ხმო­ბის ბღა­ვი­ლი ჰქონ­დათ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ში­ნა­არ­სის პოს­ტებ­ზეც) მა­ინც ვე­რა­ფერს მიხ­ვდე­ბი­ან და მათ მი­უ­ხე­და­ვად უნდა მოხ­დეს პროგ­რე­სი ამ ქვე­ყა­ნა­ში:, - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე".

შე­გახ­სე­ნებთ, ნიკა გავ­რა­მი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 3 შეც­დო­მის შე­სა­ხებ და­წე­რა, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­უშ­ვეს.

"რა იყო არას­წო­რი:

1. არ უნდა მოხ­სნი­ლი­ყო/გა­ბუნ­დო­ვა­ნე­ბუ­ლი­ყო მთა­ვა­რი ხაზი - პო­ლიტ­პა­ტიმ­რო­ბა და არაჰუ­მა­ნუ­რი მო­პყრო­ბა და არ მომ­ხდა­რი­ყო სრუ­ლად გა­დარ­თვა ჯან­მრთე­ლო­ბის მიმ­დი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე;

2. არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო გან­ცხა­დე­ბე­ბი მი­შას სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა­ზე - ან რა­ტომ უნდა წა­ვი­დეს, ან რის­თვის გა­კეთ­და ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ერ­თოდ, თე­ო­რი­უ­ლა­დაც ვე­რაფ­რის მომ­ტა­ნი, უკუ­ე­ფექ­ტის გარ­და;

3. სტრას­ბურ­გში დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნა იყო, ჩემი აზ­რით, მცდა­რი. უარი ამა­ზე 99%-ით პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი იყო სტრას­ბურ­გის პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და არა იმის გამო, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა სტრას­ბურ­გმა მძი­მედ არ მი­იჩ­ნია. სა­სა­მარ­თლოს უარი კი სწო­რედ ასე "გა­ყი­და" ოც­ნე­ბის პრო­პა­გან­დამ - "სტრას­ბურ­გმა და­ად­გი­ნა, რომ არა­ფე­რი არ სჭირს", რაც ცხა­დია, ტყუ­ი­ლია, მაგ­რამ იმუ­შა­ვა", - და­წე­რა გვა­რა­მი­ამ.