"ქირაობენ ბინებს, კომერციულ ფართებს, შემდეგ არ იხდიან ქირას“ - მსგავსი შემთხვევები ერთი ორად გაიზარდა"
საკითხი საკმაოდ აქტუალური და პრობლემურია დღეის მდგომარეობით. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მიგრანტების ნაკადი საკმაოდ გაზრდილია საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქირაობენ ბინებს, კომერციულ ფართებს, შემდეგ არ იხდიან ქირას, ამის შემდეგ ჩვენს მოქალაქეებს უწევთ სასამართლოსთვის მიმართვა, რომ დაიწყოს შესაბამისი პროცედურები, სასამართლო დავები“,- ამის შესახებ ადვოკატმა ნიკოლოზ ფხალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც ქვეყანაში მიგრანტების რაოდენობა გაიზარდა, მსგავსი შემთხვევებიც გაორმაგდა.
„დაზარალებული მოსახლეობა ითხოვს, რომ მოხდეს მათ გამოსახლება.
თავის მხრივ, სამოქალაქო პროცესს ახასიათებს თავისებურებები, უნდა მოხდეს სარჩელის აღძვრა, მომზადდეს საქმე განსახილველად, რაც პირველ ინსტანციაში დაახლოებით, 10-12 თვეს საჭიროებს. შემდეგ დამქირავებლები ამ გადაწყვეტილებებს ასაჩივრებენ სააპელაციო და საკასაციო წესით და მესაკუთრეებს დაახლოებით 36-დან 40 თვემდე მაინც უწევს, რომ იდავოს იმ უფლებაზე, რაც მას კონსტიტუციით გარანტირებული ისედაც აქვს. საკასაციო სასამართლომ გააკეთა განმარტება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღარ მიეცემა აღსასრულებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ დავები შესაძლოა, 2 და 3 წელსაც კი გაგრძელდეს.
საპოლიციო გამოსახლების გაუქმებამ მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი მესაკუთრეს, რომ... გააგრძელეთ კითხვა