"უკრაინაა ჩემი პატარა ქალიშვილი ჟასმინი, რომლის ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ მქონია" - რას წერს სააკაშვილი მისი და ლიზა იასკოს შვილზე? - კვირის პალიტრა

"უკრაინაა ჩემი პატარა ქალიშვილი ჟასმინი, რომლის ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ მქონია" - რას წერს სააკაშვილი მისი და ლიზა იასკოს შვილზე?

"მაშ, რა არის ჩემ­თვის უკ­რა­ი­ნა? - ეს ჩემი ცხოვ­რე­ბი­სა და ბრძო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია" - ამის შე­სა­ხებ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ წე­რილ­ში წერს სა­თა­უ­რით "მე და უკ­რა­ი­ნა“, რო­მე­ლიც "უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­დამ“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ჩემი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში გა­ვა­ტა­რე. ახლა უკ­რა­ი­ნუ­ლად უფრო კარ­გად ვლა­პა­რა­კობ ვიდ­რე რუ­სუ­ლად. უკ­რა­ი­ნა ჩემი სახ­ლია კი­ევ­ში, პა­ტა­რა მი­წის ნაკ­ვე­თი მირ­გო­როდ­ში. უკ­რა­ი­ნა ჩემი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლია - ქა­ლა­ქი ოდე­სა. უკ­რა­ი­ნა ჩემი მე­გობ­რე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბაა, უკ­რა­ი­ნაა ჩემი პა­ტა­რა უკ­რა­ი­ნე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი ჟას­მი­ნი, რომ­ლის ნახ­ვი­სა და ხელ­ში აყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ჯერ არ მქო­ნია.

ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნა და წარ­მა­ტე­ბა ყო­ველ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო უკ­რა­ი­ნის გა­რე­შე და ახლა სა­უ­ბა­რია ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა­ზე და ჩემს გა­დარ­ჩე­ნა­ზე და პუ­ტი­ნის ოლი­გარ­ქი­უ­ლი ცი­ხი­დან გა­დარ­ჩე­ნა­ზე“, - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.