"თუ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაარტყამს, პოლონეთს ადეკვატური რეაქცია ექნება" - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - კვირის პალიტრა

"თუ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაარტყამს, პოლონეთს ადეკვატური რეაქცია ექნება" - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

თუ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაარტყამს, პოლონეთი სათანადო რეაგირებას მოახდენს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ განაცხადა.

„ეს იქნება სრულიად ახალი ვითარება. ამიტომ ჩვენ სათანადო რეაგირებას მოვახდენთ“, - აღნიშნა რაუმ.

მისი თქმით, ამ ტიპის იარაღის გამოყენება სრულიად ახალ ვითარებას შექმნის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზეც აისახება.

„ასე რომ, ეს ადეკვატურ რეაქციას მოითხოვს. ნუ ელით, რომ გეტყვით, კონკრეტულად როგორი იქნება ეს რეაქცია“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

IPN