ვინ არის პრკურატურის მიერ ბრალდებული, რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ივანიშვილის ნდობით სარგებლობდა?
6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 39 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინი მიითვისა.
განცხადებიდან ირკვევა, რომ დანაშაული ჩადენილია წლების წინ, კერძოდ ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 2017 წელს ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.
ბაჩიაშვილი ამ დროისთვის დაკავებული არ არის. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ შესაბამის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ვინ არის გიორგი ბაჩიაშვილი?
ის ფართო საზოგადოებამ 2013 წელს გაიცნო, როდესაც ხელისუფლებაში ახლად მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა ბაჩიაშვილს მისი თანამონაწილეობით დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის დირექტორობა ანდო. 2013 წლიდან, 6 წლის განმავლობაში იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, 2019 წლის მაისიდან კი, მან გადაინაცვლა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე, სადაც იგი ზედამხედველობას უწევს ფონდის მანდატის შესაბამისად მუშაობას. საუბარი იყო მისი ეკონომიკის მინისტრად დანიშვნაზე. თუმცა საბოლოოდ ბაჩიაშვილი ფონდის მრჩეველთა საბჭოში დარჩა.
თავიდანვე ცნობილი იყო, რომ 28 წლის ახალგაზრდა ექსპრემიერის ნდობით სარგებლობდა და მასთან დაახლოებული პირი იყო. მისი სახელი რამდენჯერმე ახსენეს სწორედ ამ კონტექსტში. (გააგრძელეთ კითხვა)