"პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს...ვემსახურები მიშას…ბოდიში ბიძინას..." - რას წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში?
ექსპერტ გია ხუხაშვილის ხშირად აკრიტიკებენ საჯაროდ გაჟღერებული პოლიტიკური შეხედულებებისა და შეფასებების გამო. სწორედ ამგვარ დამოკიდებულებაზე ირონიულად წერს პირად "ფეისბუქზე" და აღნიშნავს, რომ პროფესიონალ ქვის მსროლელს ეძახდნენ:
“მე, პროფესიონალი ქვის მსროლელი, ადრე "ნაცების" სახელით ვესროდი ქვას "ქოცებს", ახლა "ქოცების" სახელით ვესვრი - "ნაცებს"..პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს, უბრალოდ სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებ. ვემსახურები მიშას…ბოდიში, ბიძინას…", - წერს გია ხუხაშვილი.