"გაოგნებული ვარ... ბოლომდე დავიცავ ჩემს სიმართლეს" - რას ამბობს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მით­ვი­სე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბული? - კვირის პალიტრა

"გაოგნებული ვარ... ბოლომდე დავიცავ ჩემს სიმართლეს" - რას ამბობს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მით­ვი­სე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბული?

ვარ აბ­სო­ლუ­ტუ­რად უდა­ნა­შა­უ­ლო. არა­ნა­ი­რი აქტი, რო­მე­ლიც აქ იყო ნახ­სე­ნე­ბი, არ ჩა­მი­დე­ნია, შე­სა­ბა­მი­სად, ბო­ლომ­დე და­ვი­ცავ ჩემ სი­მარ­თლეს, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მით­ვი­სე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელ­მა, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

"ვარ აბ­სო­ლუ­ტუ­რად უდა­ნა­შა­უ­ლო. არა­ნა­ი­რი აქტი, რო­მე­ლიც აქ იყო ნახ­სე­ნე­ბი, არ ჩა­მი­დე­ნია, შე­სა­ბა­მი­სად, ბო­ლომ­დე და­ვი­ცავ ჩემ სი­მარ­თლეს“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, რას უკავ­ში­რებს გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას, ბა­ჩი­აშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

"არ ვიცი, მეც გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ. 8 წლის შემ­დეგ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­აბ­რა­ლო. ქვე­ყა­ნა­ში 3 კვი­რის წინ ჩა­მო­ვე­დი. ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა, რომ მდო­მე­ბო­და, სა­ერ­თოდ არ ჩა­მო­ვი­დო­დი. ამ ეტაპ­ზე დე­ტა­ლებ­ში არ შე­ვალ. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას ად­ვო­კა­ტი გა­ა­კე­თებს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მით­ვი­სე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელს, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 2 მი­ლი­ონ 500 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და.

მას ასე­ვე, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე, ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა აეკ­რძა­ლა და მისი კუთ­ვნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პას­პორ­ტე­ბის სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის­თვის ჩა­ბა­რე­ბა და­ე­ვა­ლა.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 3 მი­ლი­ო­ნი ლა­რის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვ­და. თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მა, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ და­ნა­შა­უ­ლი არას­დროს ჩა­უ­დე­ნია და მის­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა­ტომ არის ამ პრო­ცეს­ში. ცნო­ბის­თვის, საქ­მე არ ეხე­ბა 2017 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბას. კერ­ძოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ინ­ვეს­ტორს ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი სრუ­ლი მო­გე­ბის სა­ნაც­ვლოდ მხო­ლოდ 536 900 აშშ დო­ლა­რი გა­დას­ცა, ხოლო დარ­ჩე­ნი­ლი ინ­ვეს­ტო­რის კუთ­ვნი­ლი 8 253.13 ოდე­ნო­ბის ბიტ­კო­ი­ნი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ით­ვი­სა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც მისი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში 39 215 820 აშშ დო­ლარს შე­ად­გენ­და.