100 მილიონი საყვარელ ქალს და 30 მილიონი საუკეთესო მეგობარს - სილვიო ბერლუსკონის ანდერძი: როგორ გადაანაწილა მან მილიარდები? - კვირის პალიტრა

100 მილიონი საყვარელ ქალს და 30 მილიონი საუკეთესო მეგობარს - სილვიო ბერლუსკონის ანდერძი: როგორ გადაანაწილა მან მილიარდები?

იტა­ლი­ელ­მა მაგ­ნატ­მა, სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნიმ, რო­მე­ლიც ერთი თვის წინ, 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ცოლს, 33 წლის მარ­ტა ფას­ჩი­ნას 100 მი­ლი­ო­ნი ევრო უან­დერ­ძა. ბერ­ლუს­კო­ნის ქო­ნე­ბა სა­ერ­თო ჯამ­ში 6-მი­ლი­არდს აჭარ­ბებს.

იტა­ლი­ის სამ­გზის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა ქო­ნე­ბა ხუთ შვილ­ზე გა­და­ა­ნა­წი­ლა, თუმ­ცა სა­ო­ჯა­ხო კომ­პა­ნია Fininvest-ი მხო­ლოდ უფ­როს შვი­ლებს გა­დას­ცა, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს. ქო­ნე­ბი­დან წილი ხვდა სილ­ვი­ოს ძმას, პა­ო­ლო­საც - ან­დერ­ძის მი­ხედ­ვით, ის 100-მი­ლი­ონ ევ­როს მი­ი­ღებს.

ბერ­ლუს­კო­ნიმ პო­ლი­ტი­კო­სი მე­გობ­რე­ბიც არ და­ი­ვი­წყა და ყო­ფილ სე­ნა­ტორს, მარ­ჩე­ლო დელ'უტ­რის, 30 მი­ლი­ო­ნი ევრო და­უ­ტო­ვა. "ჩვე­ნი ღრმა მე­გობ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამას სა­ერ­თოდ არ ვე­ლო­დი. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს ისე­თი რამ არაა, რაც ყო­ველ­დღე ხდე­ბა", - ამ­ბობს ყო­ფი­ლი სე­ნა­ტო­რი.

სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნიმ 33 წლის ფას­ჩი­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა 2020 წელს და­ი­წყო. წყვილ­მა 2022 წელს ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­აც გა­მარ­თა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ბერ­ლუს­კო­ნიმ ან­დერ­ძი გა­სუ­ლი წლის 2 ოქ­ტომ­ბერს და­წე­რა.

"კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ე­ბის თა­ნა­ბარ წილს ვუ­ტო­ვებ..." - გააგრძელეთ კითხვა