ალენ დელონის შვილები მამის მომვლელ ქალს ლეგენდარულ მსახიობზე ძალადობისთვის უჩივიან - რას წერს ფრანგული პრესა - კვირის პალიტრა

ალენ დელონის შვილები მამის მომვლელ ქალს ლეგენდარულ მსახიობზე ძალადობისთვის უჩივიან - რას წერს ფრანგული პრესა

ფრან­გუ­ლი კი­ნოს ლე­გენ­დის, ალენ დე­ლო­ნის შვი­ლებ­მა პო­ლი­ცი­ა­ში სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნეს დე­ლო­ნის დამ­ხმა­რე ქა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ჩივ­რის მი­ხედ­ვით, მსა­ხი­ო­ბის შვი­ლე­ბი ქალს ალენ დე­ლო­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში, მუ­ქა­რა­სა და არა­სა­თა­ნა­დოდ მო­პყრო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

ფრან­გულ გა­მო­ცე­მა France-Presse-სთან მსა­ხი­ო­ბის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი, კრის­ტო­ფერ აი­ე­ლა ამ­ბობს, რომ დე­ლო­ნი 2019 წლი­დან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­სუს­ტე­ბუ­ლია. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში გა­ნუ­ვი­თარ­და მას გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო კი შვი­ლებ­მა მომ­ვლე­ლად ია­პო­ნე­ლი ქალი, ჰი­რო­მი რო­ლი­ნი და­ი­ქი­რა­ვეს.

hiromi-56114-1688732467.jpg

ალე­ნი და ჰი­რო­მი

"დამ­ხმა­რე ქალ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა აგ­რე­სია, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დე­ლო­ნი­სა და მისი შვი­ლე­ბის მი­მართ. ეჭვი გვაქვს, რომ მსა­ხი­ო­ბის სი­სუს­ტეს ბო­რო­ტად იყე­ნებ­და და გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ფერს და­ად­გენს“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნეს დე­ლო­ნის შვი­ლებ­მა - ანუ­ჩკამ, ალენ ფა­ბი­ენ­მა და ენ­ტო­ნიმ, სა­ჩი­ვარ­ზე ასე­ვე თვი­თონ ალენ დე­ლო­ნის ხელ­მო­წე­რაც არის.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალენ დე­ლო­ნის დამ­ხმა­რე ქალი სის­ტე­მა­ტუ­რად ამოწ­მებ­და მსა­ხი­ო­ბის შე­ტყო­ბი­ნე­ბებს ტე­ლე­ფონ­ში, მის პი­რად მე­სი­ჯებს. და­უ­კი­თხა­ვად პა­სუ­ხობ­და ალე­ნის ნაც­ვლად მე­ი­ლებს დე­ლო­ნის სა­ხე­ლით. ცდი­ლობ­და ყვე­ლაფ­რის გა­კონ­ტრო­ლე­ბას და ლე­გენ­და­რულ მსა­ხი­ობს "შე­უ­ფე­რებ­ლად ექ­ცე­ო­და". (გააგრძელეთ კითხვა)