"ყველას ინტერესი გაუჩნდა თუ რა დამემართა" - რა შეემთხვა თამარ მაყაშვილს?
მსახიობი თამარ მაყაშვილის ახალ ფოტოებს საზაგოდების მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა.
როგორც მაყაშვილის პოსტიდან ირკვევა, მსახიობმა ხელი მოიტეხა:
"ჩემო მეგობრებო!რაც ფოტოები დავდე ყველას ინტერესი გაუჩნდა თუ რა დამემართა?
ე.ი ბათუმსა ვიყავ,ვხეხავდი აბაზანის ჭერს "ტაბურეტზე"შემხტარი,ჰოოდა, ვიფრინე,მოვიტეხე მაჯაში ხელი, ერთობ ცუდად, გამაქანეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იქ კი გენიალური ახალგაზრდა ტრავმატოლოგი ექიმი ხვიჩა ბოლქვაძე შემხვდა,მოტეხილობა აღმოჩნდა ერთობ ურთულესი!მან კლასიკურად ჩამისვა მაჯა,თაბაშირიც დამადო და გამომისტუმრა!შემდგომ ვითარება ისევ დაიძაბა და ახლა ბატონ გია ხაბაზთან ვაგრძელებ მკურნალობას, ეგებ და თავი დავაღწიოთ ურთულეს ოპერაციას!აი, ასეა საქმე", - წერს მსახიობი.