"2021 წლის შემდეგ მიშა არ მინახავს" - რას ამბობს სანდრა რულოვსი სააკაშვილზე და რა უთხრა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის დროს? - კვირის პალიტრა

"2021 წლის შემდეგ მიშა არ მინახავს" - რას ამბობს სანდრა რულოვსი სააკაშვილზე და რა უთხრა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის დროს?

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი, სან­დრა რუ­ლოვ­სი ამ­ბობს, რომ ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს 2021 წლის სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ არ შეხ­ვედ­რია. მან სა­ა­კაშ­ვილ­ზე, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვლთან შეხ­ვედ­რა­ზე, ასე­ვე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ "შა­ბა­თის ფორ­მუ­ლას­თან" ისა­უბ­რა.

"და­ვი­წყოთ იქი­დან, რომ მე ის 2021 წლის სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ არ მი­ნა­ხავს, სა­ბერ­ძნეთ­ში როცა ვი­ყა­ვით ერ­თად, ამის მერე არ მი­ნა­ხავს და მინ­და და­ვე­ლო­დო მას­თან შეხ­ვედ­რას, მა­ნამ სა­ნამ გან­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და სხვა დრო­სა და ვი­თა­რე­ბა­ში, ჯან­მრთე­ლო­ბის და გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ნაკ­ლე­ბად გა­მი­ჭირ­დე­ბა პი­რად სა­კი­თხებ­ზე სა­უ­ბა­რი.

ის ფაქ­ტი, რომ ის არის ჩა­კე­ტი­ლი სულ უდა­ნა­შა­უ­ლოდ და ასე დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა, ჩვე­ნი მთე­ლი ოჯა­ხის­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია.

იმე­დი არ­სე­ბობს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლის­ხმე­ვით, ზე­ლენ­სკის თა­მა­დო­ბით, რა­ღაც­ნა­ი­რად შე­იც­ვლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. თუნ­დაც ევ­რო­პა, ამე­რი­კა ისე­დაც აღი­ა­რე­ბენ, რომ ის არის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი. შევ­თან­ხმდით, რომ ის არის უდა­ნა­შა­უ­ლო პა­ტი­მა­რი ამი­ტომ უნდა გან­თა­ვი­სუფ­ლდეს.

სამ­წუ­ხა­როდ, მთავ­რო­ბა და სა­სა­მარ­თლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, ამი­ტო­მაც არ გვაქვს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო.

რა თქმა უნდა, მაქვს ძვე­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი და ჩემს გარ­და მარ­თლა არ მე­გუ­ლე­ბა ვინ­მე, ვი­საც შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­დან ლორა ბუშს მის­წე­როს, ან ქალ­ბა­ტონ მა­კ­კე­ინს, ან თურ­ქე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, პო­ლო­ნე­თის და ა.შ. პირ­ველ ლე­დებს. აბა ვინ უნდა და­წე­როს თუ არა მე? ზოგ­ჯერ აქ­ტი­ვო­ბით პა­სუ­ხო­ბენ, ზოგ­ჯერ წე­რი­ლო­ბით", - ამ­ბობს სან­დრა რუ­ლოვ­სი.

ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლე­დის თქმით, იმე­დი აქვს, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "აწონ-და­წო­ნის სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კითხს".

"მქონ­და მას­თა­ნაც(სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან) შეხ­ვედ­რა დე­კემ­ბერ­ში მი­შას თე­მა­ზე. სხვა­თა­შო­რის, გვა­რა­მი­ა­ზეც ვსა­უბ­რობ­დი მას­თან. ერთ-ერთი, რა­საც ამ­ბობს და ჩემ­თა­ნაც გა­ი­მე­ო­რა - ჩვენ თუ გა­ვუშ­ვებთ მი­შას სა­ზღვარ­გეთ სამ­კურ­ნა­ლოდ, ეს არის იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი, რომ ჩვენ­თან არ ვარ­გა ჯან­დაც­ვა და ეს ცუ­დად აი­სა­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე. ასე­თი არ­გუ­მენ­ტი მი­ვი­ღე.

ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რით გა­მოშ­ვე­ბა­ზე არ უსა­უბ­რია, მა­შინ ალ­ბათ ეს თემა არ ყო­ფი­ლა აქ­ტუ­ა­ლუ­რი. მე იმე­დი მაქვს, რომ პრე­ზი­დენ­ტი აწონ-და­წო­ნის, ხე­დავს რა ხდე­ბა ევ­რო­პას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ევ­რო­კავ­შირ­თან, ნა­ტოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში და მიხ­ვდე­ბა, რომ ძა­ლი­ან დიდი ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რია, რომ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი არის პა­ტი­მა­რი. მან უკვე იცის შემი პო­ზი­ცია და იმე­დი მაქვს, რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს", - აღ­ნიშ­ნავს რუ­ლოვ­სი.

"შა­ბა­თის ფორ­მუ­ლას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში მან ასე­ვე გა­იხ­სე­ნა, რომ როცა პირ­ვე­ლი ლედი იყო, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად, რამ­დენ­ჯერ­მე შეხ­ვდა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს:"შევ­ხვედ­რი­ვარ მი­შას­თან ერ­თად, პირ­ვე­ლი ლე­დო­ბის დროს, მაგ­რამ არ გვი­სა­უბ­რია არას­დროს. უნდა მიხ­ვდეს, რომ ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე არის მისი პირ­ვე­ლი უფ­ლე­ბა და უნდა მის­ცეს შან­სი, რომ იმ­კურ­ნა­ლოს, იმი­ტომ რომ რო­გორც ჩანს, უა­რე­სად და უა­რე­სა­დაა", - ამ­ბობს სან­დრა რუ­ლოვ­სი.

მისი თქმით, პო­ლი­ტის­კენ არც თვი­თონ და არც მისი შვი­ლე­ბი აღარ გა­ი­ხე­და­ვენ, რად­გან "ერთი პო­ლი­ტი­კო­სი ოჯახ­ში საკ­მა­რი­სია".

სან­დრა რუ­ლოვ­სის სათ­ქმე­ლი კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ასე­თია:"ის ათი წელი მარ­თლა ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი იყო ჩემ­თვის პირ­ვე­ლი ლე­დის სტა­ტუ­სით მი­შას გვერ­დით ყოფ­ნა. ეს იყო დიდი შან­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­პის­კენ მოძ­რა­ო­ბის. ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მოხ­და, ბევრ რა­მეს მი­ვაღ­წი­ეთ. შეც­დო­მე­ბიც იყო, კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ ეს დრო არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ქარ­თვე­ლომ ის გან­ვი­თა­რე­ბა გა­აგ­რძე­ლოს. არის ასე­თი თა­ო­ბა, რო­მე­ლიც მა­შინ იყო პა­ტა­რა და ახლა უკვე ხდე­ბა 20 წლის, ან მე­ტის და ახ­სოვთ მათ ეს ინო­ვა­ცი­ე­ბის, მშე­ნებ­ლო­ბის, ახა­ლი იდე­ე­ბის ევ­რო­პის­კენ სწრაფ­ვის ეპო­ქა, ყვე­ლა­ფე­რი დუღ­და და ეს არ დაგ­ვა­ვი­წყდეს.

არ ვი­ყოთ ხელ­ჩაქ­ნე­უ­ლე­ბი, რომ აღარ გა­მოგ­ვდის, ყვე­ლა წა­ვი­და, სხვა ვი­თა­რე­ბაა და ასე შემ­დეგ. ჩვენ უფრო ადრე და­ვი­წყეთ რე­ნე­სან­სი და აღორ­ძი­ნე­ბა ვიდ­რე რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნამ ევ­რო­პა­ში. ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც, ხე­ლოვ­ნე­ბა­შიც ჩვენ ვი­ყა­ვით პირ­ვე­ლე­ბი და მერე ევ­რო­პა­შიც გან­ვი­თარ­და, ეს არ დაგ­ვა­ვი­წყდეს. ჩვენ უნი­კა­ლუ­რი როლი გვაქვს ევ­რო­პის ის­ტო­რი­ა­ში და რო­გორც აზი­ის და ევ­რო­პის ხიდს, შეგ­ვიძ­ლია ისევ დიდი როლი ვი­თა­მა­შოთ", - აღ­ნიშ­ნავს რუ­ლოვ­სი.