"ძალიან მძიმე სანახავი იყო როგორ უშლიდნენ ადამიანების დახურულ შეხვედრას ხელს ისინი, ვისაც ამის არც კონსტიტუციური უფლება და არც ლოგიკური საფუძვლები არ ჰქონდათ"
"პრაიდ ფესტივალის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, დეპუტატი ნინო წილოსანი ეხმიანება და აცხადებს, რომ "მძიმე სანახავი იყო, თუ როგორ უშლიდნენ ხელს ადამიანების დახურულ შეხვედრას.
"ძალიან მძიმე სანახავი იყო როგორ უშლიდნენ ადამიანების დახურულ შეხვედრას ხელს ისინი, ვისაც ამის არც კონსტიტუციური უფლება და არც ლოგიკური საფუძვლები არ ჰქონდათ", - წერს ნინო წილოსანი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.