ხვიჩა კვარაცხელიას პატარა გულშემატკივარი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა და რომელსაც "კვარამ" ოცნება აუხდინა, გარდაიცვალა: "ღმერთს ებარებოდე!"
ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციარი 14 წლის გიორგი მურვანიძე, რომელიც სიმსივნეს ებრძვოდა, გარდაიცვალა. გარდაცალებამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ნაპოლის" ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ მას სანუკვარი ოცნება აუხდინა და ფონდში ეწვია.
"ჯადოსნური დღე გამოგვივიდა დღეს, გიო მურვანიძეს ყველაზე სანუკვარი ოცნება ავასრულეთ, გულში ჩაიკრეს მისმა ფავორიტმა ვარსკვლავებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ზუკა დავითაშვილმა. ეს ემოცია და სიხარული არასდროს დაავიწყდება გიოს, უდიდესი მოტივაციით გააგრძელებს ბრძოლას და იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ!" - წერდა მაშინ ბერი ანდრიას დედა თინათინი სოციალურ ქსელში.
კვარა პატარა მეგობრის გარდაცვალებას "ინსტაგრამზე" გამოეხმაურა და დაწერა: "ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ღრემთთან ხარ, ღმერთს ებარებოდე". (წყარო)