"25 წლისას მე უკვე 2 წლის შვილი მყავდა..." - უილ სმიტი სიდედრის დასაცინი გახდა - კვირის პალიტრა

"25 წლისას მე უკვე 2 წლის შვილი მყავდა..." - უილ სმიტი სიდედრის დასაცინი გახდა

უილ სმი­ტი იუ­ბი­ლარ ვაჟს უხერ­ხუ­ლად გა­ე­ხუმ­რა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის და­სა­ცინ ობი­ექ­ტად იქცა, მათ შო­რის, სა­კუ­თა­რი სი­დედ­რი­საც. ვარ­სკვლავ­მა შვი­ლის 25 წლის იუ­ბი­ლის მი­სა­ლო­ცად "ინ­სტაგ­რამ­ზე" მათი ერ­თობ­ლი­ვი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"და­ბა­დე­ბის დღეს გი­ლო­ცავ, J-Diggy. სი­გი­ჟეა, რომ უკვე 25 წლის ხარ. 25 წლის ასაკ­ში მე უკვე 2 წლის შვი­ლი მყავ­და... ამას ისე ვამ­ბობ, სას­ხვა­თა­შო­რი­სოდ..." - წერს მსა­ხი­ო­ბი.

თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს არ გა­მოჰ­პარ­ვი­ათ უილ სმი­ტის ხუმ­რო­ბა. ერთ-ერ­თმა მათ­გა­ნი წერს:

"ყვე­ლა მშო­ბე­ლი ერ­თნა­ი­რია".

მე­ო­რეს აზ­რით კი: "უილს შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი უნდა, თუმ­ცა ახლა ხალ­ხი 40 წლამ­დე იც­დის, რომ შვი­ლი გა­ა­ჩი­ნოს".

გუ­ლუბ­რყვი­ლო კო­მენ­ტა­რის­თვის უილს სი­დედრმაც დას­ცი­ნა: "ის შენ­ზე ჭკვი­ა­ნია", - და­წე­რა ბი­ჭის ბე­ბი­ამ, ედ­რი­ენ ნო­რის­მა.