ბათუმში არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც კლინიკაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
ავტოსაგზაო შემთხვევა ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა.
IPN