"ამ დღეს ბატონი გენოს შვილის დაკრძალვა იყო, მოვიდა და იმღერა...ისეთი მაგალითი გახდით ჩემთვის..." - რა ამბავი გაიხსენა ნიკოლოზ წულუკიძემ გენო ნადირაშვილზე - კვირის პალიტრა

"ამ დღეს ბატონი გენოს შვილის დაკრძალვა იყო, მოვიდა და იმღერა...ისეთი მაგალითი გახდით ჩემთვის..." - რა ამბავი გაიხსენა ნიკოლოზ წულუკიძემ გენო ნადირაშვილზე

თე­ატრმ­ცოდ­ნემ და ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძემ "იმე­დის“ ეთერ­ში წლე­ბის წინ მომ­ხდა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც გენო ნა­დი­რაშ­ვილ­მა შვი­ლის დაკ­რძალ­ვის დღეს, სცე­ნა­ზე იმ­ღე­რა. ტე­ლე­წამ­ყვანს სტუმ­რად "ორე­რას“ ცნო­ბი­ლი სო­ლის­ტი ჰყავ­და. მათ შო­რის ემო­ცი­უ­რი დი­ა­ლო­გი შედ­გა.

ნი­კო­ლოზ წუ­ლი­კი­ძე:

- არ იქ­ნე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო, მაგ­რამ უნდა მოვ­ყვე ეს ის­ტო­რია. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, თბი­ლი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ფო­ლად ბულ­ბუ­ლ­ოღ­ლის სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლის წო­დე­ბა გა­დას­ცეს. იმ დღეს, ბა­ტო­ნი ფო­ლა­დი რომ ჩა­მოფ­რინ­და, მე მიმ­ყავ­და ეს სა­ღა­მო და უცებ ეკი­თხე­ბი­ან, რა­მეს ხომ არ იმ­ღე­რებ­თო? - თუ "ორე­რას“ ბი­ჭე­ბი მოვ­ლენ, "თბი­ლი­სოს“ ვიმ­ღე­რე­ბო. იქვე იკი­თხეს, ბა­ტონ გე­ნოს ვინ და­უ­რე­კავ­სო. არც ვი­ცო­დი რა ხდე­ბო­და, მა­შინ­ვე ვთქვი, მე და­ვუ­რე­კავ-მეთ­ქი.

და­ვუ­რე­კე და ავუხ­სე­ნი რაც ხდე­ბო­და, ხმა­ზე შე­ვა­ტყე, რომ ისე არ შემ­ხვდა, რო­გორც მხვდე­ბა ხოლ­მე.

სა­ნამ მო­ვი­დო­და, გა­ვი­გეთ, რომ ეს იყო დღე, რო­დე­საც ბა­ტო­ნი გე­ნოს შვი­ლის დაკ­რძალ­ვა იყო. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ასე­თი რამე, მე­გობ­რო­ბის­თვის, პრო­ფე­სი­ის­თვის. მო­ვი­და და იმ­ღე­რა. ბა­ტო­ნო გენო, ისე­თი მა­გა­ლი­თი გახ­დით ჩემ­თვის...

მა­შინ ვერ მივ­ხვდი რა იყო ეს, როცა თქვენ იქ იდე­ქით. შემ­დეგ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რო­დე­საც დატ­რი­ალ­და ასე­თი რამე, ხში­რად მახ­სე­ნე­ბო­და ეს მა­გა­ლი­თი. მე ეგე­თი მა­გა­რი ვერ გა­მოვ­დე­ქი რო­გორც თქვენ, რომ იმ დღეს­ვე რამე გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ მე ძა­ლი­ან ხში­რად მახ­სენ­დე­ბო­და ეს. გააგრძელე კითხვა