"თქვე­ნი თა­ნად­გო­მა შო­რი­და­ნაც კი ვიგ­რძე­ნით" - დიანა ღურწკაია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ტელეეკრანზე პირველად გამოჩნდა, ქალს ხმა შე­სამ­ჩნე­ვად უკან­კა­ლებ­და... - კვირის პალიტრა

"თქვე­ნი თა­ნად­გო­მა შო­რი­და­ნაც კი ვიგ­რძე­ნით" - დიანა ღურწკაია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ტელეეკრანზე პირველად გამოჩნდა, ქალს ხმა შე­სამ­ჩნე­ვად უკან­კა­ლებ­და...

ერთ თვე­ზე მე­ტია, მომ­ღე­რა­ლი დი­ა­ნა ღურწკა­ია გარ­დაც­ვლილ ქმარს გლო­ვობს. პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კო რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც მივ­ლი­ნე­ბი­დან შინ ბრუნ­დე­ბო­და და თვითმფრი­ნავ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. დი­ა­ნა კუ­ჩე­რენ­კო­ზე თით­ქმის ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, წყვი­ლი სრულ ჰარ­მო­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და.

დი­ა­ნას მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, სას­წრა­ფოდ მო­უ­წია უა­რის თქმა სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექტ "ორ ვარ­სკვლავ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, სა­დაც შვილ­თან, 15 წლის კოს­ტია კუ­ჩე­რენ­კოს­თან ერ­თად მღე­რო­და.

ახ­ლა­ხანს შოუს ფი­ნა­ლი შედ­გა, რო­მელ­ზე დას­წრე­ბაც დი­ა­ნამ სტუმ­რის ამ­პლუ­ა­შიც კი ვერ შეძ­ლო. აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ყო­ველ­დღე მი­დის ქმრის საფ­ლავ­ზე.

ვი­დეო, რო­მელ­შიც დი­ა­ნა შვილ­თან ერ­თად სა­უბ­რობს, შოუს ფი­ნა­ლის დროს გა­უშ­ვეს, რაც მა­ყუ­რებ­ლის­თვის ერ­თგვა­რი შოკი იყო. მისი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი დიდი ხანი ელოდ­ნენ, თუ რა გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებ­და მომ­ღე­რა­ლი ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ.

ვი­დეო, რო­მე­ლიც ეთერ­ში გა­ვი­და, დი­ა­ნას სახ­ლშია გა­და­ღე­ბუ­ლი. კადრში ჩანს შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი დედა-შვი­ლი, კოს­ტი­ას ფრთხი­ლად უჭერს ხელ­ზე ხელს.

”სა­ღა­მო მშვი­დო­ბი­სა პირ­ვე­ლი არ­ხის ყვე­ლა მა­ყუ­რე­ბელს”, - და­ი­წყო დი­ა­ნამ, ქალს ხმა შე­სამ­ჩნე­ვად უკან­კა­ლებ­და... გააგრძელეთ კითხვა