"ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ყველა თაობის თანამემამულის შემობრუნებას სამშობლოსკენ" - რა ინფორმაციას ავრცელებს გია ხუხაშვილი - კვირის პალიტრა

"ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ყველა თაობის თანამემამულის შემობრუნებას სამშობლოსკენ" - რა ინფორმაციას ავრცელებს გია ხუხაშვილი

"შევქმენით სამოქალაქო პლატფორმა “შინ მომავლისთვის”, რომელიც მიზნად ისახავს მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ქართული ინტელექტუალური, პროფესიული, ცივილიზაციური და სხვა რესურსის კონსოლიდაციას და ქართული სახელმწიფოს ინტერესებში მიმართვას", - ამის შესახებ ინფორმაციას ესპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ქვეყანას მისცემს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ბიძგს სწრაფი განვითარების გზაზე დადგომისთვის.

სოციალურ ქსელში, სამოქალაქო პლატფორმის "შინ მომავლისთვის" გვერდზე ვკითხულობთ, რომ მათი მთავარი ამოცანა, ემიგრანტებისა და სამშობლოში დაბრუნებული პირების რეინტეგრაციის მხარდასაჭერაა.

გთავაზობთ პოსტს:

"ჩვენ, რამდენიმე თანამოაზრემ, შევქმენით სამოქალაქო პლატფორმა “შინ მომავლისთვის”, რომელიც მიზნად ისახავს მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ქართული ინტელექტუალური, პროფესიული, ცივილიზაციური და სხვა რესურსის კონსოლიდაციას და ქართული სახელმწიფოს ინტერესებში მიმართვას.

ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ ყველა თაობის თანამემამულის შემობრუნებას სამშობლოსკენ, როგორც ფიზიკურად, ასევე ნებისმიერი სხვა ფორმით დაბრუნების სახით.

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ასე წვეთ-წვეთად გაბნეული ენერგიის ერთ კალაპოტში მიმართვა, შიგა რესურსის სიმწირის პირობებში, ქვეყანას მისცემს ესოდენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ბიძგს სწრაფი განვითარების გზაზე დადგომისთვის, ისე, როგორც ეს თავის დროზე მოხდა ისრაელში, თუ ირლანდიაში.

ჩვენ უკვე ვმოქმედებთ.

აქ ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი - “შინ მომავლისთვის” და შემოუერთდეთ ჩვენს ჯგუფს - “დაბრუნება სამშობლოში”

გთხოვთ, მაქსიმალურად “დააშეაროთ” ეს პოსტი, რათა ყველა ემიგრანტმა გაიგოს, რომ არსებობს პლატფორმა, რომელიც მათ ყველანაირად დაეხმარება სამშობლოში მიმდინარე პროცესებში ინტეგრაცია/რეინტეგრაციაში და უზრუნველყოფს მათ ჩართულობას ქვეყნის განვითარებაში.

წინასწარ გიხდით მადლობას საკითხის მნიშვნელობის გააზრებისა და თანადგომისთვის",- წერს ხუხაშვილი.