"როცა საავადმყოფოში გამეღვიძა, შვილებზე ვფიქრობდი..." - რას ჰყვება მადონა ინტენსიური თერაპიის განყოფილების დატოვების შემდეგ და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა - კვირის პალიტრა

"როცა საავადმყოფოში გამეღვიძა, შვილებზე ვფიქრობდი..." - რას ჰყვება მადონა ინტენსიური თერაპიის განყოფილების დატოვების შემდეგ და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

24 ივ­ნისს პოპ ვარ­სკვლა­ვი, მა­დო­ნა "სე­რი­ო­ზუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის" გამო, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მომ­ღერ­ლის მე­ნე­ჯერ­მა და პრო­დი­უ­სერ­მა, გაი ოზე­ა­რიმ "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ 64 წლის მომ­ღე­რალ­მა რამ­დე­ნი­მე დღე ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ა­ტა­რა.

"შა­ბათს, 24 ივ­ნისს, მა­დო­ნას სე­რი­ო­ზუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცია გა­ნუ­ვი­თარ­და, რის გა­მოც ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე დღე მო­უ­წია ყოფ­ნა.

მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა თან­და­თან უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, თუმ­ცა ის ჯერ კი­დევ მე­დი­კო­სე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვე­შაა. მის სრუ­ლი­ად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვე­ლით", - აღ­ნიშ­ნავ­და პრო­დი­უ­სე­რი.

ცოტა ხნის წინ, მომ­ღე­რალ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ უკვე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის გზას ად­გას და ოქ­ტომ­ბერ­ში სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნე­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას გეგ­მავს: "მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ გამ­ხნე­ვე­ბი­სა და და­დე­ბი­თი ენერ­გი­ის­თვის. თქვენს სიყ­ვა­რულს ყო­ველ­თვის ვგრძნობ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გაღ­ვი­ძე­ბის შემ­დეგ პირ­ველ რიგ­ში, ჩემს შვი­ლებ­ზე ვფიქ­რობ­დი.

ჩემი მე­ო­რე ფიქ­რი კი თქვენ იყა­ვით, არ მინ­დო­და იმე­დე­ბი გა­მეც­რუ­ე­ბი­ნა მათ­თვის, ვინც კონ­ცერ­ტის ბი­ლე­თე­ბი იყი­და. ახლა უკვე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის გზას ვად­გა­ვარ და მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ მალე დავ­ბრუნ­დე­ბი“, - წერს მომ­ღე­რა­ლი. (წყარო)

იხილეთ ასევე: პოპის დედოფალი უგონო მდგომარეობაში იპოვეს - რა გახდა მადონას ჰოსპიტალიზაციის მიზეზი?