"დავით სერგეენკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკიდან გავიდეს და სხვა სფეროში საქმიანობა განაგრძოს - სკანდალის, სენსაციის ძებნა აქ ზედმეტია იმიტომ, რომ ის არ არსებობს" - კვირის პალიტრა

"დავით სერგეენკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკიდან გავიდეს და სხვა სფეროში საქმიანობა განაგრძოს - სკანდალის, სენსაციის ძებნა აქ ზედმეტია იმიტომ, რომ ის არ არსებობს"

დავით სერგეენკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკიდან გავიდეს და სხვა სფეროში საქმიანობა განაგრძოს - სხვა სკანდალის, სენსაციის ძებნა აქ არის ზედმეტი იმიტომ, რომ ის არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო მანდატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე, პარლამენტი, რეგლამენტის თანახმად, სექტემბერში იმსჯელებს.

„მე მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, იმ სამუშაოსთვის, რაც ჩვენს გუნდთან ერთად გაწია წლების განმავლობაში. როგორც ჩანს, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკიდან გავიდეს და სხვა სფეროში საქმიანობა განაგრძოს. ეს საკითხი განიხილება სწორედ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტში. თუ ხედავთ, ის მართლაც აღარ მონაწილეობს ბოლო თვეების განმავლობაში საპარლამენტო მუშაობაში, შესაბამისად, პარლამენტი რეგლამენტის თანახმად სექტემბერში იმსჯელებს ამ საკითხზე. ჩვენ მასთან გვექნება კონსულტაცია და მოვისმენთ მის გადაწყვეტილებას და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას პარლამენტში“,- განაცხადა თალაკვაძემ.

IPN