"ღვთის შეწევნით, კარგად ვარ - ალბათ, უნდა ჩატარდეს ხელახალი კვლევა" - რას ამბობს მეუფე შიო მის შესაძლო მოწამვლაზე - კვირის პალიტრა

"ღვთის შეწევნით, კარგად ვარ - ალბათ, უნდა ჩატარდეს ხელახალი კვლევა" - რას ამბობს მეუფე შიო მის შესაძლო მოწამვლაზე

პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრე, მე­უ­ფე შიო იმე­დოვ­ნებს, რომ მის შე­საძ­ლო მო­წამ­ვლის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლე­ბი გა­ირ­კვე­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მე­უ­ფე შიომ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, ქა­და­გე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

"მად­ლო­ბა ღმერ­თს. გი­ლო­ცავთ ყვე­ლას პეტ­რე-პავ­ლო­ბას! ღვთის შე­წევ­ნით ვარ კარ­გად. დიახ, ალ­ბათ, უნდა ჩა­ტარ­დეს [ხელ­მე­ო­რე კვლე­ვა], ექი­მე­ბი გვირ­ჩე­ვენ“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, "თუ რა ად­გი­ლი შე­იძ­ლე­ბა მო­წამ­ვლის კერა ყო­ფი­ლი­ყო, მა­გა­ლი­თად, იქ­ნე­ბო­და თუ არა ეს მისი სა­მუ­შაო ოთა­ხი“, მე­უ­ფე შიო ასე პა­სუ­ხობს:

"ზუს­ტად ახლა თქმა რთუ­ლია, იმე­დია, რომ გა­ირ­კვე­ვა. ყო­ფი­თი მო­წამ­ვლაა, თუ გარ­კვე­უ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბა იყო, ამას ვერ მო­გახ­სე­ნებთ“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პატ­რი­არ­ქოს ტახ­ტის მო­საყ­დრე მე­უ­ფე შიო მო­წამ­ლეს და სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვებ­მა მის სის­ხლში და­რიშ­ხა­ნის კვა­ლი აჩ­ვე­ნა.სა­პატ­რი­არ­ქოს პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, დე­კა­ნო­ზი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით აცხა­დებს, რომ და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე მო­წამ­ვლის ვერ­სი­ის მტკი­ცე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვთ, თუმ­ცა გა­მო­რი­ცხუ­ლიც არ არის, "რად­გან ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც მე­უ­ფე შიოს სის­ხლში აღ­მოჩ­ნდა, არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მო­წამ­ვლის­თვის გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ“.

მე­უ­ფე შიო მუ­ჯი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე შსს-ში გა­მო­ძი­ე­ბა სსკ 19-108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, შე­საძ­ლოა, მუხ­ლი გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს.

IPN