"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მშვე­ნივ­რად არის. გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად არის, წო­ნა­ში იმა­ტებს" - რას აცხადებს სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი? - კვირის პალიტრა

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მშვე­ნივ­რად არის. გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად არის, წო­ნა­ში იმა­ტებს" - რას აცხადებს სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი?

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მალ­ხაზ ურთქმე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად არის და წო­ნა­შიც იმა­ტებს.

მი­სი­ვე თქმით, როცა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კარ­გად იქ­ნე­ბა, მა­შინ ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნენ.

“პო­ლო­ნელ ექი­მებ­თან ჩემი შეხ­ვედ­რა არ მო­უ­თხო­ვი­ათ. თუ ისი­ნი სურ­ვილს გა­მოთ­ქვა­მენ, მე შეხ­ვედ­რის­თვის, რა­ტო­მაც არა, მზად ვიქ­ნე­ბი. კო­მუ­ნი­კა­ცია “ვი­ვა­მე­დის” ექი­მებ­თან მაქვს. ეს ვი­ცო­დი, რომ დღეს პო­ლო­ნე­ლი ექი­მე­ბი უნდა ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მშვე­ნივ­რად არის. გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად არის, წო­ნა­ში იმა­ტებს. ამას მე არ ვწყვეტ, როცა კარ­გად იქ­ნე­ბა გა­და­ვიყ­ვანთ, აბა რას ვი­ზამთ. არ იყო ბოლო პრო­ცეს­ზე უკე­თე­სად? - ფაქ­ტია, რომ კაც­მა მო­ი­მა­ტა.

როცა საკ­ვებს იღებს ნორ­მა­ლუ­რად მა­ტუ­ლობს და არის ხოლ­მე კარ­გად, რომ არ შე­ჭამს, გახ­დე­ბა ცუ­დად.

კარ­გად რომ იყოს წა­ვიყ­ვან­დით. არის ხომ ჯერ კლი­ნი­კა­ში, ე.ი. ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არის”, - გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ ურთქმე­ლი­ძემ.