"არასდროს გავცვლით არანაირ სტატუსს ჩვენს ტერიტორიაზე, თუნდაც ეს ერთი სოფელი იყოს, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს" - კვირის პალიტრა

"არასდროს გავცვლით არანაირ სტატუსს ჩვენს ტერიტორიაზე, თუნდაც ეს ერთი სოფელი იყოს, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს"

ერთ სოფელსაც კი, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს, არანაირ სტატუსში არ გავცვლით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, თითქოს აშშ და გერმანია განზრახ არიდებენ თავს უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის მკაფიო დროის ჩარჩოს მიწოდებას იმ შემთხვევისთვის, თუ სამომავლოდ წევრობის საკითხი რუსეთთან მოლაპარაკებების საგანი გახდება.

“დარწმუნებული ვარ, რომ მოღალატეობრივი პოზიცია არც ბაიდენისგან და არც შოლცისგან არ იქნება, მაგრამ ამასთან ერთად უნდა ვთქვა, რომ არასდროს არ გავცვლით არანაირ სტატუსს ჩვენს ნებისმიერ ტერიტორიაზე. თუნდა ეს ერთი სოფელი იყოს, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს.

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს და არასდროს გავცვლით გაყინულ კონფლიქტში. ეს არასდროს არ იქნება. ჩემი პოზიცია მკაფიოდ იციან ჩვენმა პარტნიორებმა”,-განაცხადა ზელენსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"