"12 წლის წინ მომხდარი ამბავია. ერთ-ერთი სოფლის საბავშვო ბაღში, ატირებული ბავშვი სარდაფში ჩაუთრევია და ჩაუკეტავს მასწავლებელს" - რას წერს სოციალურ ქსელში მეგი კავთუაშვილი? - კვირის პალიტრა

"12 წლის წინ მომხდარი ამბავია. ერთ-ერთი სოფლის საბავშვო ბაღში, ატირებული ბავშვი სარდაფში ჩაუთრევია და ჩაუკეტავს მასწავლებელს" - რას წერს სოციალურ ქსელში მეგი კავთუაშვილი?

ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი მშობლებს მიმართავს:

"რასაც ახლა დავწერ ცოტა ხნის წინ გავიგე მესამე პირისგან. 12 წლის წინ მომხდარი ამბავია. ერთ-ერთი სოფლის საბავშვო ბაღში, ატირებული ბავშვი სარდაფში ჩაუთრევია და ჩაუკეტავს მასწავლებელს. მიზეზი ის ყოფილა, რომ ბავშვი ტიროდა, არ ჩუმდებოდა და იმ არსებამ ასე გადაწყვიტა, რომ თუ სარდაფში ჩაკეტავდა, ბავშვი დამშვიდდებოდა.შეშინებულ ბავშვს წინააღმდეგობა გაუწევია, ხელი დაწითლებული და დაკაწრული ჰქონია. დედამ ძალადობის კვალი რომ ნახა, მივიდა ბაღში. ფეხებში ჩავარდნია ბაღის ხელმძღვანელი, არ გაგვწიროო, ჩვენც მშობლები ვართო.. საბოლოოდ დედამ შეიცოდა თანასოფლელი მოძალადეები, მაგრამ მალევე მათ სხვა მიზეზით დატოვეს ბაღი.დღეს ეს ბავშვი 16 წლის არის და ჯერ კიდევ სრული მიუღებლობა აქვს სკოლის, მასწავლებლების. გადატანილი ძალადობის კვალი დღემდე მოჰყვება, რაც სხვადასხვა რამეში გამოიხატება. ახლა აქ არ დავწერ.ამ ამბის გაზიარებით იმის თქმა მინდა მშობლებისთვის, რომ კანონის მთელი სიმკაცრით მოსთხოვეთ პასუხი ყველას, ვინც თქვენ შვილზე იძალადებს, სულ ერთია ვინ არის ეს ადამიანი, ოჯახის წევრი, აღმზრდელი თუ სხვა. სამსახურიდან გათავისუფლება კი არა, პოლიციაში (112) ან ბავშვთა დაცვის ცხელ ხაზზე დარეკვა (111), უფლებადამცველ იურისტებთან კონსულტაციის გავლა და სასამართლოში ჩივილია საჭირო. ეს არის დანაშაული, რომლის დამალვაც ასევე დანაშაულია.ბავშვს კი ასეთ დროს თერაპია სჭირდება. სპეციალისტის ჩართვაა საჭირო. არ არის მართალი ის, რომ "ქორწილამდე დაავიწყდება", არც ის, რომ "ბავშვია, გაიზრდება აღარ ემახსოვრება". მეტი სერიოზულობით შევხედოთ ასეთ ფაქტებს, თუ გვინდა, რომ ჯანმრთელი შვილები გვყავდეს და ღირსეული მომავალი გვქონდეს", - წერს კავთუაშვილი