"თავად განსაზღვრო საკუთარი მომავალი - ეს ძვირფასია ყველგან, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში.." - კვირის პალიტრა

"თავად განსაზღვრო საკუთარი მომავალი - ეს ძვირფასია ყველგან, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში.."

საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება ძვირფასია ხალხისთვის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსშიც, მოლდოვაშიც, საქართველოშიც. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვილნიუსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „ლიეტუველი ძმები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჩემპიონები არიან“ უკრაინის უფლების დაცვაში, რომ თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი - ისეთი, რომელიც თავისუფალია.

„ ვინც უფროსები ხართ, სხვებზე უკეთ იცით, თუ რამდენად ძვირფასია უფლება, თავად განსაზღვრო საკუთარი მომავალი… და ეს ძვირფასია ხალხისთვის ყველგან, ყველგან. არა მხოლოდ უკრაინაში - ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, მსოფლიოს ყველა ადგილში, სადაც ხალხი ბრძოლას აგრძელებს იმისთვის, რომ მათი ხმა გაგონილ იყოს. ასე რომ, ამაღამ ყველა თქვენგანისთვის ჩემი "მესიჯია" - გააგრძელეთ, გააგრძელეთ მსოფლიოსთვის იმ იმედის შეხსენება, რომელსაც ლიეტუვა წარმოადგენს, და ეს არის ის, რასაც თქვენ განასახიერებთ ამ ქვეყანაში”, - განაცხადა ბაიდენმა.

IPN