"ბოლო პერიოდში პატრიარქი უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება - სამწუხაროდ, ფიზიკურად ძალიან უჭირს, ძალიან დიდი დატვირთვაა წირვა" - კვირის პალიტრა

"ბოლო პერიოდში პატრიარქი უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება - სამწუხაროდ, ფიზიკურად ძალიან უჭირს, ძალიან დიდი დატვირთვაა წირვა"

ბოლო პერიოდში პატრიარქი უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება - სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ფიზიკურად ძალიან უჭირს, ძალიან დიდი დატვირთვაა წირვა, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, ილია მეორის მოღვაწეობას გამოარჩევდა ის, რომ დღესასწაულებსა და წირვა-ლოცვებს არ ტოვებდა.

„ზოგადად, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში პატრიარქი უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება. მისი მოღვაწეობის პერიოდში პატრიარქი გამოირჩეოდა იმით, რომ არ ტოვებდა არცერთ წირვა-ლოცვასა და დღესასწაულს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ფიზიკურად ძალიან უჭირს, ძალიან დიდი დატვირთვაა წირვა“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრების" - სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა მიმდინარეობს.

წირვა - ლოცვას სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

IPN