გურამ გვასალიას Vetements-ის სამოსით სემ სმიტი "ბარბის" პრემიერაზე - უჩვეულო სტილით მსოფლიოს ამჯერად მეორე გვასალია აოცებს (ფოტოები) - კვირის პალიტრა

გურამ გვასალიას Vetements-ის სამოსით სემ სმიტი "ბარბის" პრემიერაზე - უჩვეულო სტილით მსოფლიოს ამჯერად მეორე გვასალია აოცებს (ფოტოები)

მომ­ღე­რა­ლი სემ სმი­ტი კა­მე­რე­ბის წინ კვლავ სა­ინ­ტე­რე­სო სტი­ლის ჩაც­მუ­ლო­ბით გა­მოჩ­ნდა. ფილმ "ბარ­ბის" ევ­რო­პულ პრე­მი­ე­რა­ზე სმიტს უჩ­ვე­უ­ლოდ გა­ნი­ე­რი ტა­ნი­სა­მო­სი ეცვა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სემ სმი­ტის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე გუ­რამ გვა­სა­ლი­ას ბრენდმა Vetements-მა იზ­რუ­ნა.

guram-gvasalia-1689242874.jpg
გურამ გვასალია

"ბარ­ბის" სა­უნ­დტრე­კის ავ­ტო­რი საკ­მა­ოდ კომ­ფორ­ტუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა სემ სმი­ტი არ და­ინ­დეს და ჩაც­მუ­ლო­ბის გამო გა­აკ­რი­ტი­კეს: "ერ­თა­დერ­თი შან­სი ჰქონ­და, რომ ტა­ნი­სა­მო­სის შერ­ჩე­ვი­სას უკან არ და­ე­ხია და ეს აირ­ჩია?!“, წერ­და "ტვი­ტე­რის" ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

"ბარ­ბის პრე­მი­ე­რა­ზე ასე­თი სა­მო­სი უნდა ჩა­იც­ვა?!"

"მგო­ნი, ეს ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ჩაც­მუ­ლო­ბაა, რაც კი ოდეს­მე მი­ნა­ხავს" - ასე აფა­სებ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ღერ­ლის სტილს. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები