მრავალშვილიანმა დედამ ლატარიაში 50 000 ლარი მოიგო - კვირის პალიტრა

მრავალშვილიანმა დედამ ლატარიაში 50 000 ლარი მოიგო

ლატარიაში ბედნიერი ამბები გრძელდება, კიდევ ერთი იღბლიანი ადამიანი, კიდევ ერთი გახარებული ოჯახი და მოულოდნელად მიღებული 50 000 ლარის შემოსავალი. ლატარიაში მოგება ხომ სწორედ იღბალთან, გამართლებასთან და მოულოდნელ სიხარულთან ასოცირდება.

ქალბატონი ლალი ტაბატაძე ახალციხიდან ლატარიის უკვე მეორე მოთამაშეა ამ ერთი თვის მანძილზე, ვინც პირველად ნაყიდი მომენტალური ლატარიის ბილეთით სოლიდური თანხა მოიგო. სულ ახლახანს, ფოთში მცხოვრებმა 24 წლის შემდუღებელმა ,,ნიკორას’’ სუპერმარკეტში პირველად შეძენილ გადასაფხეკ ლატარია ,,შვიდიანში’’ 20 000 ლარი მოიგო.

ქალბატონმა ლალიმ გადასაფხეკი ლატარია თბილისში, მეუღლის თხოვნით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ლატარიის ჯიხურში შეიძინა.

,,მეუღლე სულ თამაშობს ლატარიას, ვეჩხუბებოდი კიდეც, რით ვერ დაანებე თავი ამ ლატარიას-თქო, მოგების დღეს თბილისში ვიყავი ჩამოსული ექიმებთან, მეუღლემ მთხოვა მისთვის ლატარიის ბილეთის შეძენა. მეც ხათრი ვერ გავუტეხე და ცხოვრებაში პირველად ვიყიდე ლატარიის ბილეთი, როდესაც გადავფხიკე და შევიტყვე რომ 50 000 ლარი მოვიგე, ვერ ვიჯერებდი, ასეთ ბედნიერებას ყველას ვუსურვებ, სიტყვებიც კი არ მყოფნის, თუ როგორ გამოვხატო მადლიერების გრძნობა ლატარიის კომპანიის მიმართ’’ - გვიყვება ქალბატონი ლალი.

ლალი ტაბატაძე 6 შვილის დედაა, ის ოჯახთან ერთად ახალციხეში ცხოვრობს, სწორედ შვილების გახარებას გეგმავს გადასაფხეკ ლატარია ,,ფარაონში’’ მოგებული 50 000 ლარით.

NS