ჟურნალისტ ნოდარ მელაძის ავტომობილის ძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ჟურნალისტ ნოდარ მელაძის ავტომობილის ძარცვის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის ავტომობილი გაძარცვეს, მოპარულია ტელეკომპანიის კუთვნილი კომპიუტერის გარე მყარი დისკი.
IPN