"ზურაბიშვილი ივანიშვილის გარეშე ამას ვერ გააკეთებს და ივანიშვილი უყურებს პუტინს" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?
ზურაბიშვილს შეუძლია ჩემი "განაჩენების" აღსრულების გადავადება ნებისმიერ დროს, მიუხედავად მიმდინარე "საქმეებისა", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს პასუხობს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას ივანიშვილის გარეშე ვერ მიიღებს.
"გია ხუხაშვილს - გთხოვთ ნუ ტირაჟირებთ არასწორ ინფორმაციას.
ზურაბიშვილს შეუძლია ჩემი "განაჩენების" აღსრულების გადავადება ნებისმიერ დროს, მიუხედავად მიმდინარე "საქმეებისა".
უბრალოდ, ივანიშვილის გარეშე ამას ვერ გააკეთებს და ივანიშვილი უყურებს პუტინს”, - წერს მიხეილ სააკაშვილი