"წონაში დაკლებაზე ნუ მელაპარაკებით, მე ყოველთვის ლამაზი ვიყავი და..." - რას წერს თიკა ჯამბურია "ინსტაგრამზე"?
თიკამ ბავშვობის სიყვარულზე, ბექა ხოფერიაზე ადრეულ ასაკში იქორწინა. წყვილი მალე დაშორდა ერთმანეთს. მათ საერთო შვილი ჰყავთ ნინა.
როგორც თიკა აღნიშნავს, ბექასთან კარგ ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებს.
მომღერალი ბოლო დროს ა იშვიათად ჩნდება ქართულ ტელესივრცეში.
ამჯერად თიკა "ინსტაგრამზე" ახალ პოსტს აქვეყნებს და წერს:
"არასდროს ყოფილა დრო, როცა საკუთარ თავზე არ ვყოფილვარ შეყვარებული.... წონაში დაკლებაზე ნუ მელაპარაკებით, მე ყოველთვის ლამაზი ვიყავი და ყველას აქვს უფლება, გამოიყურებოდეს ისე, როგორც უნდა..." - წერს თიკა.