მსახიობ გია ფერაძის შვილი, მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა
მსახიობ გია ფერაძის შვილი, მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ AMBEBI.GE- ს მისმა მეგობარმა განუცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად როგორ, რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, თუმცა ცნობილია ის, რომ მარიკუნა საბერძნეთში იმყოფებოდა.
მსახიობ გია ფერაძეს სამი შვილი ჰყავდა. თითო - თითო ქორწინებიდან. მარიკუნა მიქატაძე, მას მესამე მეუღლისგან, ირინა მიქატაძისგან შეეძინა.
გოგონა მცირეწლოვანი იყო, როდესაც დედის გარეშე დარჩა. ირინა მიქატაძე მეუღლის ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, რის გამოც, გია ფერაძემ სასჯელიც მოიხადა.