"ვერ ცხოვ­რობ­დით ჩვენ­თან ერ­თად? ცუდი იყო? თქვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა ჩვენს ხარ­ჯზე შე­იქ­მნა..." - რას წერს მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი ქართველებზე? - კვირის პალიტრა

"ვერ ცხოვ­რობ­დით ჩვენ­თან ერ­თად? ცუდი იყო? თქვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა ჩვენს ხარ­ჯზე შე­იქ­მნა..." - რას წერს მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი ქართველებზე?

კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტის, მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნის ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლო კვლავ გახ­და. ამ­ჯე­რად სი­მო­ნი­ა­ნი აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ, ისე­ვე რო­გორც სომ­ხეთ­მა, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა რუ­სე­თის მეშ­ვე­ო­ბით მო­ი­პო­ვა.

"ვერ ცხოვ­რობ­დით ჩვენ­თან ერ­თად? ცუდი იყო? თქვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა ჩვენს ხარ­ჯზე შე­იქ­მნა, კულ­ტუ­რა, რო­გორც ასე­თი ჩვენს ხარ­ჯზე შე­იქ­მნა. ვინ გა­ვიწ­რო­ვებ­დათ? ვინ გე­ხე­ბო­დათ? ვიხ­სე­ნებ სა­ქარ­თვე­ლოს და სომ­ხეთს ჩემს ბავ­შვო­ბა­ში, მა­შინ როცა კრას­ნო­დარ­ში საჭ­მე­ლი არა­ფე­რი იყო და პუ­რის­თვის და რძის­თვის რი­გე­ბი იდგა, ფეხ­საც­მე­ლი რომ გე­ყი­და ერე­ვან­ში უნდა წა­სუ­ლი­ყა­ვი. კრას­ნო­დარ­ში არ იყო, საბ­ჭო­თა ერე­ვან­ში კი იყო." - წერს პუ­ტი­ნის პრო­პა­გან­დის­ტი "ფე­ის­ბუქ­ში".