"მუზეუმში ნივთები ქრებოდაო, მაგრამ თეატრში რა ქრებოდა, გამაგებინეთ? იქა ვარ 50 წელია" - კვირის პალიტრა

"მუზეუმში ნივთები ქრებოდაო, მაგრამ თეატრში რა ქრებოდა, გამაგებინეთ? იქა ვარ 50 წელია"

"როგორ არა ვარ დაფასებული, როდესაც მაყურებელი გაუჩერებლად ტაშს გიკრავს, მაგრამ შეიძლება ზოგჯერ სიგარეტის ფული არ გქონდეს და შვილიშვილს კანფეტი ვერ უყიდო"

სცენაზე მისი გამოჩენა ყველა თაობის­ათვის დღესასწაული იყო და არის. მასთან შეხვედრა და საუბარიც ცალკე დღესასწაულია. ჩვენი სტუმარი ბატონი ზურა ყიფშიძეა, რომელსაც პრემიერის დღეს ვესტუმრეთ სოხუმის თეატრში, სადაც ზურაბ გეწაძის სპექტაკლ "მარტორქებში" ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერსონაჟს განასახიერებს.

- ის რაც ვნახე, არის დღევანდელი დღე, ადამიანები, მთლიანად სოციუმი...

- რა თქმა უნდა, გეთანხმები, რომ ნებისმიერ დროს მიუსადაგებ. კლასიკად გადაიქცა უკვე ეს მიმართულება და თემა. იმდ­ენად დიდ გაუგებრობაში ვცხოვრობთ, ზოგჯერ ვფიქრობ, საერთოდ ვინა ვართ, რა ვართ, რატომ ვართ, სად ვართ.რაც მთავარია, ასეთი სქელკანიანები რომ ვხდებით და მერე მთელი საზოგადოება იტანჯება, ჩვეულებრივი ხალხიც. ასეთებიც, ისეთებიც... გასაგებია ხო?

ჩვენ ცოტა ნაადრევად მოგვივიდა ამ სპექტაკლის გამოშვება, თუმცა ვეცადეთ გამოსულიყო ისეთი, როგორიც რეჟის­ორს ჰქონდა ჩაფიქრებული. დროთა განმა­ვლობაში, როცა კარგად გათამაშდება,­ უფრო საინტერესო სანახავი გახდება... "მეფე ლირიც" თავიდან სულ სხვა იყო და ახლა სხვაა.

- "მეფე ლირზე" ბილეთების შეძენაზე სასწაული­ ხდებოდა ხოლმე...

- ეს დიდი ბედნიერებაა მსახიობისთვის, მაგრამ "მეფე ლირი" თუმანი­შვილის რეპერტუარიდან მოხსნეს. რატომღაც ეჭიდავებიან, ოღონდ ვერ გავიგეთ, ვის, მე თუ ზურა გეწაძეს. მოკლედ, ყველაფერი გააკეთეს, რომ "მეფე ლირი" მომკვდარიყო, მაგრამ ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ გავაცოცხლებთ. არ შეიძლება სპექტაკლის, რომელიც ყოველთვის ანშლაგით მიდის, ვიღაცის მიზეზით ასე მოსპობა! ეს მავნებლობაა.

- თქვენ იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც დაბადებიდან თეატრში გაიზარდა, ვის თვალწინაც განვითარდა მრავალი თეატრალური პროცესი. დღევანდელ რეფორმებზე რას იტყვით?

- პრაქტიკიდან გამომდინარე, მე მაინც მგონია, სწორედ "ჩარჩომ" წარმოშვა­ 60-70-იანები, წინა საუკუნის უსაინტერესოესი ხალხი. იმ ჩარჩომ და წინააღმდეგობამ ბევრი სიკეთე დაბადა, მიუხედავად ყველაფრისა. იცი, რა, ყველაფერს უნდა დაკვალიანება, ვიღაცა რაღაცას უნდა განაგებდეს, ამბობდეს, ეს გავაკეთოთ, ის არ გავაკეთოთო. არ მახსენდება უფრო დიდი კრიზისი თეატრში, როგორიც დღეს არის. ეჭვი მეპარება სარეპერტუარო თეატრის არსებობაში. საშინელი ფრაზაა, დავანგრიოთ ყველაფერი და ახალი ავაშენოთო. რატომ? ფასეულობების გადაფასება არ გულისხმობს ფორმის დაკარგვას. თეატრი არ არის ქარხანა, რომელსაც უცხოელი ინვესტორი აგვიმუშავებს. თეატრში პროცესები უწყვეტად უნდა მიედინებოდეს, სხვანაირად ყველაფერი დაიკარგება.- ჯერ მუზეუმები, მერე თეატრები, ახლა კინო...- მუზეუმი ძალიან ფაქიზი ადგილია, თეატრი - კიდევ უფრო რთული. ნივთები ქრებოდაო, მაგრამ თეატრში რა ქრებოდა, გამაგებინეთ? იქა ვარ 50 წელია.

გახდი გაზეთ "კვირის პალიტრის" გამომწერი და წაიკითხე ინტერვიუ სრულად - „იმდენად დიდ გაუგებრობაში ვცხოვრობთ, ზოგჯერ ვფიქრობ, საერთოდ ვინა ვართ, რა ვართ, რატომ ვართ, სად ვართ?“