გარდაიცვალა "პირველი არხის“ თანამშრომელი მარიცა კვანტალიანი
"პირველი არხის“ ჟურნალისტი მარიცა კვანტალიანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" აქვეყნებს.
"34 წლის ასაკში გარდაიცვალა "პირველი არხის" სპორტის მიმართულების პროდიუსერი მარიცა კვანტალიანი“, - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
kvirispalitra.ge მწუხარებას გამოთქვამს მარიცა კვანტალიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს.