"ვბრუნდები საქართველოში", - ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, უკრაინაში მყოფი კობა ხაბაზი წერს და ნიკა გვარამიასთან ერთად გადაღებულ ფოტო აქვეყნებს, რომელსაც, მისი თქმით, კიევში შეხვდა. "ვბრუნდები საქართველოში. ალბათ დიდ ხანს ვერ გავძლებ, გული უკვე უკან მომიწევს, ჩემს ძმებთან, ჩემს თანამებრძოლებთან. კიევში ნიკა გვარამია რომ არ მენახა, გული დამწყდებოდა. ლამის 24 საათიანი შეხვედრების გრაფიკის მიუხედავად, შეძლო დროის გამონახვა, ბევრი ვისაუბრეთ, ომზე, მშვიდობაზე, უკრაინაზე და, რა თქმა უნდა, ჩვენი სამშობლოს მომავალზე. იცით როგორია ნიკა? აი, ისეთი, როგორც კონფუციმ შეხვედრის შემდეგ ლაო-ძი დაახასიათა: "წარმოიდგინეთ დედამიწის ზომის ურჩხული, ხომ წარმოგიდგენიათ რა ზომის თავი ექნება იმ ურჩხულს? აი, ასეთი თავი აქვს ლაო-ძის", - წერს ხაბაზი სოციალურ ქსელში.