ტოპ 10 წიგნი თანამედროვე ქალი ავტორებისგან, რომლებიც წაკითხული უნდა გქონდეთ
თანამედროვე ქართული ლიტერატურა განსაკუთრებული ტემპით ვითარდება. უკანასკნელ ათწლეულებში ბევრი დამწყები თუ უკვე კარგად ცნობილი ავტორის ახალი გამოცემები გამოჩნდა წიგნის თაროებზე და მკითველის დიდი მოწონება და სიყვარულიც დაიმსახურა. წიგნის მაღაზიების ბესტსელერი წიგნების სიებში სულ უფრო მეტი ქართველი მწერალი ხვდება და მათ შორის ბევრი კი ქალი ავტორია.
თანამედროვე ქალმა მწერლებმა შეცვალეს ის საუკუნოვანი დისბალანსი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ქართულ ლიტერატურაში იყო. საქართველოში ყოველთვის მამაკაცი მწერლები და პოეტები უფრო იყვნენ, ვიდრე ქალები, 21-ე საუკუნეში კი ეს ტენდენცია იცვლება.
ახლა გაგაცნობთ თანამედროვე ქართველ ქალ ავტორებსა და მათ წიგნებს, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევა და გაყიდვების მოწინევა პოზიციებსაც იკავებს. აქვე გაგაცნობთ რამდენიმე უცხოელ განსაკუთრებით პოპულარულ ქალ მწერალსაც. მაგალითად, კოლინ ჰუვერი, რომელმაც 2022 წლის წიგნების გაყიდვების სტატისტიკის მიხედვით, ბიბლიასაც კი გადაუსწრო. გასულ წელს, ავტორის ექვსი წიგნი ერთდროულად მოხვდა New York Times-ის მხატვრული ლიტერატურის ბესტსელერების საუკეთესო ათეულის სიაში.
თანამედროვეობის გამორჩეული ქალი მწერალია ელიფ შაფაქიც. 2006 წელს რომანის "The Foundling of Istanbul"/ “სტამბოლელი ნაბიჭვარი“ გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც მოხსენიებულია 1915 წელს სომეხთა გენოციდი, რაც თურქეთის კანონმდებლობით დანაშაულია, შაფაქს ბრალი დასდეს ერის შეურაცხყოფაში და მას სამწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. საბედნიეროდ, ბრალდება მოიხსნა მტკიცებულებების არარსებობის გამო.
თათული ღვინიანიძე - „ერთი კვირა ერთ ოთახში“
კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ ერთ-ერთი პირველი გამარჯვებული თათული ღვინიანიძე ქართველი ახალგაზრდების განსაკუთრებით საყვარელი ავტორია. მისი მეორე წიგნი ცოტა ხნის წინ გამოიცა და უკვე გაყიდვების ლიდერია.
"რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლება პიროვნებისთვის და რა როლს ასრულებს მის ფორმირებაში?" _ ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად და მშობლების ჰიპერმზრუნველობისგან თავის დასაღწევად ლუკასი საფრანგეთში მიემგზავრება სასწავლებლად, თუმცა იქ ბოჰემურ ცხოვრებაში გადაეშვება: ინთქმება ხორციელ ვნებებში, ეძალება სასმელს, ნარკოტიკს და ღამის ცხოვრებას. თანამედროვე სამყაროს აურზაურში დაკარგულ ლუკასს წარსულიდან უმშვენიერესი მატილდა ეცხადება. ის მისი აკრძალული სიყვარულია. სამყარო თუ საბედისწერო შემთხვევითობა ლუკასსა და "ხორბალას" შანსს აძლევს, ერთი კვირა ერთ ოთახში გაატარონ. მატილდა და ლუკასი ერთმანეთში თავშესაფარს პოულობენ და თავიანთ სულებს აშიშვლებენ: აღიარებენ ღრმად დამალულ შიშებსა და კომპლექსებს, იხსენებენ წარსულის შეცდომებს, ფარდას ხდიან ბავშვობის ტრავმებსა და საიდუმლოებებს... მთელ ამ ამბავს ფონად მიჰყვება და მკითხველს განწყობას უქმნის წითელი ღვინის გემო, პარიზული ხედები, სულში ჩამწვდომი მუსიკა და გამაბრუებელი არომატები...“
თინათინ ბერიძე - „მეორე შანსი“
თინათინ ბერიძე თანამედროვე ქართველ ქალ ავტორებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. თინათინ ბერიძე გახლავთ ქართველი ავტორი, რომლის წიგნის გაყიდვებმაც რეკორდი მოხსნა. მისი რომანი „მოპარული სიყვარული“ 2022 წლის ბესტსელერების სიაში მოხვდა 10 000-ზე მეტი გაყიდული წიგნით. ამჯერად კი დროა მის მეორე წიგნს, „მეორე შანსს“ გაეცნოთ.
„სიყვარული ზოგჯერ ან ყოველთვის სრულიად მოულოდნელად რომ დაატყდება ადამიანს თავს, ეს ყველამ იცის. არც ის არის ახალი, რომ სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია, რომ გულს ვერ უბრძანებ და რომ დრო ყველაფერს კურნავს. მაგრამ რა ხდება. როცა დრო ვერ გიშუშებს იარებს, როცა წლების განმავლობაში შურისძიებისთვის ემზადები, როცა მრისხანება გაბრმავებს და ირჩევ მსხერპლს?! ამაზე პასუხს ენჯი ახვლედიანისა და დემნა დადიანის დაუჯერებელი ამბიდან გაიგებთ.“
მარიამ გურგენიშვილი - „მარგალიტები“
მარიამ გურგენიშვილილს „მარგალიტები“ საბას დაჯილდოების 2022 წლის ფინალისტია. ის გამომცემლობის ბესტსელერთა შორისაც მოხვდა. ის მოგვითხრობს 15 წლის მარგოს შესახებ, რომელსაც ერთი შეხედვით ისეთივე ცხოვრება აქვს, როგორიც ყველა მოზარდს: ბევრს კითხულობს, სხვადასხვა რამ აინტერესებს, აქვს სირთულეები ოჯახსა და სკოლაში, აქვს ბევრი ოცნება და მრავალფეროვანი შინაგანი სამყარო. მის ყოველდღიურობა სავსეა პატარ-პატარა სასწაულებით, რომელსაც მხოლოდ მარგო ამჩნევს, მის ოცნებებს შორის კი ანანასების ულევად ქონაა, რასაც 90-იანების თბილისში დიდი მიღწევები და შემოსავალი სჭირდება. ეს არის 90-იანების თბილისის მეოცნებე ბავშვის ისტორია, რომელშიც აღწერილი როგორი ყოფა ჰქონდათ მაშინ მოზარდებს, რა იყო მათი საზრუნავი და როგორ ცდილობდნენ რეალობის გადასხვაფერებას. ავტორის მსუბუქი იუმორი და სისხარტე წიგნს მარტივად და სასიამოვნოდ წასაკითხს ხდის, თუმცა ნათლად ასახავს იმ მძიმე ცხოვრებას, რაც მაშინდელ ბავშვებს ჰქონდათ.
ნათია ჯაგოდნიშვილი - „ცდუნება“
ნათია ჯაგოდნიშვილი 3 ბესტსელერის ავტორია. „ცდუნება“ კი მისი პირველი რომანია, რომლითაც ფართო საზოგადოებამ გაიცნო და შეიყვარა. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, თუმცა წიგნის გაყიდვები არ იკლებს. რომან „ცდუნებაში“ აღწერილი ხელოვანი გოგონასა და წარმატებული საქმიანი კაცის სასიყვარულო ურთიერთობა ძლიერ ვნებაზეა დამყარებული. ამ ორი ადამიანიდან ერთისთვის მთავარია თავისუფლება და ძლიერი, რომანტიკული გრძნობა, ხოლო მეორესთვის - საკუთარი ბიზნესინტერესები. როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ასეთ სიყავრულს? სასწორის მეორე მხარეს კი არის ურთიერთობა, დამყარებული სულიერ სიახლოვეზე, მზრუნველობასა და უანგარო სიყვარულზე. ძალიან რთულია, გააკეთო სწორი არჩევანი, ძნელია, გაუძლო ცდუნებას...
ნანი მანველიშვილი - „არ დამივიწყო“
„რა მოხდება, თუ ერთ დღეს ადამიანებს ასეთი უცნაურობა დაემართებათ: დაავიწყდებათ ყველა და ყველაფერი, საკუთარი იდენტობაც კი, თუმცა ეხსომებათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი: ვიღაცას დედა, ვიღაცას შვილი, ზოგს მამა და ზოგსაც სულაც მეზობელი? "არ დამივიწყო" _ პასუხია ამ კითხვაზე... რომანში ორი ძირითადი ხაზია: პირველზე თანამედროვე საქართველოში ვითარდება, მთავარი გმირი კი ელენეა, სტუდენტი გოგონა, რომელიც ბებიის ბურუსით მოცული თავგადასავლის გაგებას ცდილობს. მეორე ხაზი წარსულია _ საბჭოთა კავშირი, ქართველების როლი და ადგილი ამ სივრცეში, ადამიანების ბედი ტოტალიტარულ სახელმწიფოში, ომი და... სიყვარული“ - სწორედ ასეთია ნანი მანველიშვილის რომანი „არ დამივიწყო“.
სალომე ბენიძე - „ქალაქი წყალზე“
სალომე ბენიძის "ქალაქი წყალზე" არის წიგნი ქალებზე, რომლებიც ერთ ქალაქში ცხოვრობენ, ერთმანეთთან არაფერი არ აკავშირებთ და მაინც უამრავი საერთო აქვთ. შვიდი ქალი - ლიდია, ეფი, ილარია, ელენა, კატარინა, მარია და, ბოლოს, ანა-ულრიკე - შვიდი დაუვიწყარი და შთამაგონებელი ამბავია სიყვარულზე, იმედზე, გამძლეობასა და გამბედაობაზე, ანუ იმ ყველაფერზე, რაც აძლევს მათ ძალას, ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც კი გააგრძელონ გზა და იარონ მასზე კვლავ სიყვარულით, თავდაჯერებულად და, რაც მთავარია, საკუთარი განუმეორებლობის შეგრძნებით.
აქვე გაგაცნობთ რამდენიმე წარმატებულ რომანსაც, რომლებიც უცხოელ ქალ ავტორებს ეკუთვნის და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
თათული ღვინიანიძე - „აღიარება ხელისგულზე“
„აღიარება ხელისგულზე“ თათული ღვინიანიძის პირველი რომანია, რომლითაც ის ცნობილი და ბესტსელერის ავტორი გახდა.
რადა მოდებაძეს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტს, ბევრი თანატოლების მსგავსად, კომპლექსები და შიშები არ ასვენებს. ის გამუდემებით იბრძვის საკუთარ თავთან და გარესამყარისთან, მოდებაძეს ვერ ამჩნევენ ან დასცინიან, ამიტომ ბოროტდება და ყურადღებას „ბინძური გზებით“ იქცევს... ეს არის რომანი ადამიანურ სისუსტეებზე, შეცდომებზე, სინანულზე, მომავლის იმედზე, ბედნიერებისთვის ბრძოლაზე, ცხოვრების არსის შეცნობაზე, საკუთარი თავისა და „შენი ადამიანის“ ძიებაზე...
სუადის ეს სულისშემძვრელი რომანი მრავალ ენაზეა ნათარგმნი. „ცოცხლად დამწვარი“ წარმოადგენს აღსარებას ქალის უნიკალური და ტრაგიკული ბედისა, რომელსაც ჩვიდმეტი წლის ასაკში, „ოჯახის წევრების ღირსების წინააღმდეგ“ ჩადენილი დანაშაულისთვის, უახლოესი პირები სიკვდილით დასჯას მიუსჯიან. წიგნი ასევე არის მისი სასწაულებრივი ხსნის შესახებ, იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მის დასახმარებლად მოვიდნენ. ეს არის დოკუმენტური თხზულება, რომელიც მსოფლიოს ბესტსელერი გახდა.
ელიფ შაფაქი - „სიყვარულის 40 წესი“
თურქი მწერალი ელიფ შაფაქი დაიბადა 1971 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ სტრასბურგში, დიპლომატების ოჯახში. დაამთავრა ანკარის ტექნიკური უნივერსიტეტი. ცხოვრობს ამერიკასა და თურქეთში. მშობლიური თურქულის გარდა, წერს ინგლისურად. თანამშრომლობს ამერიკულ და ევროპულ პრესასთან. რომანი ,,სიყვარულის ორმოცი წესი” ინგლისურად დაწერილ მის სამ რომანთაგან ერთ-ერთია. თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და ... აღმოსავლეთი!
კოლინ ჰუვერი - „ყველაფერი მთავრდება ჩვენით“
„როგორ იქცევა ქალი, როცა მასზე საყვარელი ადამიანი ძალადობს? პასუხი რამდენიმე შეიძლება იყოს: პოლიციას ატყობინებს; ითმენს იმ იმედით, რომ ეს აღარ განმეორდება; საკუთარ თავს ადანაშაულებს; ქმარს ეყრება; საკუთარი ხელით უსწორდება მოძალადეს. სხვადასხვა მსხვერპლს სხვადასხვა პასუხი აქვს. ეს წიგნი ერთ-ერთ ოჯახზეა, სწორედ ერთ-ერთზე იმ უამრავთაგან, რომელიც ჩვენ გარშემოა და სიყვარულის, მძაფრი ვნებებისა და შიშის უზარმაზარ ტალღებში გადარჩენას ცდილობს. თქვენ კი არასდროს თქვათ: `მე ასე არ მოვიქცეოდი!“
R