"რთუ­ლი გან­საც­დე­ლი გა­მო­ვი­ა­რე" - წყნარ ოკეანეში ორი თვის წინ დაკარგული მეზღვაური და მისი ძაღლი მაშველებმა იპოვეს - როგორ მოახერხა მამაკაცმა უმკაცრეს პირობებში გადარჩენა - კვირის პალიტრა

"რთუ­ლი გან­საც­დე­ლი გა­მო­ვი­ა­რე" - წყნარ ოკეანეში ორი თვის წინ დაკარგული მეზღვაური და მისი ძაღლი მაშველებმა იპოვეს - როგორ მოახერხა მამაკაცმა უმკაცრეს პირობებში გადარჩენა

ავ­სტრა­ლი­ე­ლი მე­ზღვა­უ­რი და მისი ოთხფე­ხა მე­გო­ბა­რი წყნარ ოკე­ა­ნე­ში ორი თვის წინ და­ი­კარ­გნენ, მაშ­ვე­ლებ­მა კი მათი პოვ­ნა მხო­ლოდ ახლა შეძ­ლეს. ყვე­ლას­თვის და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ მე­ზღვა­უ­რი ჯან­მრთე­ლია და თავს კარ­გად გრძნობს.

მა­მა­კაც­მა თევ­ზი­თა და წვი­მის წყლით მო­ა­ხერ­ხა გა­დარ­ჩე­ნა.

სიდ­ნე­ის მკვიდ­რი, 51 წლის ტიმ შე­დო­კი და მისი ძაღ­ლი, ბელა, მექ­სი­კი­დან საფ­რან­გე­თის პო­ლი­ნე­ზი­ა­ში გა­ემ­გზავრნენ, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ მათი ნავი ქა­რიშ­ხალ­მა და­ა­ზი­ა­ნა და გზა და­კარ­გეს. მა­მა­კა­ცის პოვ­ნა მისი მოგ­ზა­უ­რო­ბის და­წყე­ბი­დან 2 თვის შემ­დეგ მო­ხერ­ხდა, მას შემ­დეგ, რაც მისი ნავი ვერ­ტმფრე­ნი­დან შე­ნიშ­ნეს.

შე­დოკ­მა მოგ­ზა­უ­რო­ბა მექ­სი­კის ქა­ლაქ ლა პა­ზი­დან და­ი­წყო, მაგ­რამ მა­ლე­ვე, ცუდი ამინ­დის გამო, ნავი და­ზი­ან­და, მე­ზღვა­ურ­მა კი გზა და­კარ­გა. შე­დე­გად მე­დო­კი, ძაღ­ლთან ერ­თად, წყნა­რი ოკე­ა­ნის მკაცრ პი­რო­ბებ­ში აღ­მოჩ­ნდა.

"რთუ­ლი გან­საც­დე­ლი გა­მო­ვი­ა­რე". გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები