ჩაქვში, სასტუმროს აუზში ბავშვი დაიხრჩო -TV25 - კვირის პალიტრა

ჩაქვში, სასტუმროს აუზში ბავშვი დაიხრჩო -TV25

tv25-ის ინფორმაციით, ჩაქვში, ერთ-ერთი სასტუმროს აუზში 5 წლამდე ასაკის ბავშვი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაცია ტვ25-ს თვითმხილველებმა აცნობეს.

გამოცემის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარებას ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდა. დეტალები ჯერჯერობით უცნობია.