"თბილისის ზღვაზე არის "სიკვდილის ზონები", ჩასაფრებული საფრთხე მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის" - რა ადგილებში უნდა აიკრძალოს ბანაობა - კვირის პალიტრა

"თბილისის ზღვაზე არის "სიკვდილის ზონები", ჩასაფრებული საფრთხე მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის" - რა ადგილებში უნდა აიკრძალოს ბანაობა

თბილისის ზღვაზე ყოველწლიურად ათობით ადამიანი იღუპება. დედაქალაქის მოსახლეობისთვის რეკრეაციის ზონა წელსაც არაერთხელ იქცა ტრაგედიის ადგილად.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი რადიო ,,პალიტრასა" და ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,360 გრადუსი" ამბობს, რომ როგორც მუნიციპალური, ისევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. პროცესი დაწყებულია, თუმცა დროში ჭიანურდება და ბოლომდე არ მიდის.

,,თბილისის ზღვაზე არის სიკვდილის ზონები, ჩასაფრებული საფრთხე მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ათობით მოქალაქე იხრჩობა ყოველ წელს თბილისის ზღვის ობიექტებში. ამ მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია თბილისის ზღვა. ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ კამპანია, პრევენციისთვის და არა პოსტ ფაქტუმ, ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მოქმედებისთვის.

ჩვენ რამდენიმე ზონას, სადაც ბანაობა განსაკუთრებით საშიშია და კუსტარული რეკრეაციული ზონებია მოწყობილი, სიკვდილის ზონას ვუწოდებთ. ერთ-ერთი ასეთია ე.წ ჩანჩქერის ტერიტორია, სადაც კამპანია დავიწყეთ 5 წლის წინ, მას შემდეგ, რაც ჩემს ოჯახსაც შეეხო ეს ტრაგედია. კამპანია წავიდა 2 მიმართულებით. ერთი - ეს არის ადვოკატირების და მეორე - სასამართლო დავის წარმოების. ჩვენ მოვახერხეთ, რომ ამ ადგილზე სრულად არის დაცული მოქალაქეთა უსაფრთხოება. ამას დასჭირდა დიდი ძალისხმევა. ამასთან, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის მერიამ გააკეთა ამკრძალავი ნიშნები მთელს პერიმეტრზე. ეს ცხადია არ არის საკმარისი და მეტი უნდა გაკეთდეს მოქალაქეთა დაცვისთვის. გააგრძელე კითხვა