როგორია გორში, მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია გორში, მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

გორში, მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, 2 წლის გოგონას ოპერაცია ჩაუტარდა და პალატაშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, დღეს დილით, გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მე-3 სართულიდან 2 წლის გოგონა გადმოვარდა.

"ინტერპრესნიუსი"